მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს სომეხი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ საკუთარ შვილს სთავაზობს

სომხეთის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზადაა, თავისი შვილი აზერბაიჯანში დაკავებულ სომეხ სამხედრო ტყვეებში გაცვალოს.

„ოფიციალურად ვეუბნები ალიევს, რომ ვთავაზობ ჩემს შვილს ყველა ტყვის სანაცვლოდ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ აპარანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ეს განცხადება ფაშინიანმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტების, სერჟ სარგსიანის და რობერტ ქოჩარიანის საპასუხოდ გააკეთა.

ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება.

„არ გეგონოთ, რომ ამას ემოციურად ვამბობ, ვამბობ ოფიციალურად წადით და აწარმოეთ მოლაპარაკებები „ განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტების მისამართით.

მანამდე, სერჟ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა, თავისი შვილი გადასცეს აზერბაიჯანს და მის ნაცვლად დაიბრუნოს სამხედრო ტყვეები. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანის შვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მზად არის სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლების სანაცვლოდ მძევლად ან ნებისმიერი სხვა სტატუსით გაემგზავროს აზერბაიჯანში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close