საზოგადოება

ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალშია.

საქართველოს პირველი ჩოგნის მეტოქე 1/4 ფინალში რეიტინგის 41-ე ნომერი, გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი იყო, რომელიც ბასილაშვილმა სამ სეტში – 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა.

ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქი მსოფლიოს 57-ე ჩოგანი სერბი ლასლო ჯერე იქნება. ნახევარფინალური დაპირისპირება 10 აპრილს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება. ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში კი ქართველი ჩოგბურთელი, იტალიელ ლორენცო სონეგოსა და ამერიკელ ტეილორ ფრიტცის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close