პოლიტიკა

ნიკა მელია ამხელა ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო თავისი დაფინანსებით და ყველაფრით და ალბათ მშვენივრად გრძნობდა თავს – თაკო ჩარკვიანი

ვერ ვიგებდი, რას აკეთებდა საერთოდ, მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რას შვრებოდა, არ მესმის, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „იმედს“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მელიამ რაც დაგეგმა, არ იყო სწორი სტრატეგია.

„სტრატეგიულად, რაც მელიამ დაგეგმა, არ იყო ეს სწორი სტრატეგია. აქ არის ორი ვარიანტი, რომ მას არ აქვს ნიჭი დიდი პოლიტიკოსისა ან მეორე ვარიანტი, უბრალოდ არ ვიმეტებ მეორე ვარიანტისთვის – ამხელა ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო თავისი დაფინანსებით და ყველაფრით და ალბათ მშვენივრად გრძნობდა თავს, მაგრამ, ამისთვის არ ვიმეტებ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close