პოლიტიკა

ნიკა მელია ამუშავებს ტროლ-ბოტებს, მაგრამ ვისაც ეს ვოის ჰქონდა და ხმას არ იღებდა აქამდე, არანაკლებ საშიშია, ვიდრე მიშას ზურგსუკან მაგინებელი ნიკა მელია! – გიორგი მუმლაძე

გიორგი მუმლაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი:

ნიკა მელია ამუშავებს ტროლ-ბოტებს, ეს არავისთვის არაა უცხო!
პირადად ჩემზე ამ ხალხმა მოიგონა და გაავრცელა შემდეგი სახის სიბინძურე და ჭორი:
1) ქოცების აქციებზე დავრბოდი ცოცხებით!
2) მოვიპარე ემიგრანტების ფული და მოვიწყვე ცხოვრება!
3) კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა მომცეს დიდი ფული, იმისთვის რომ “მეყვირა” მელიას წინააღმდეგ!
4) სუსის დავალებით ვრევ სიტუაციას პარტიაში!
5) კანდიდატურა იმიტომ დავაყენე, რომ ხაბეიშვილის სასარგებლოდ მომეხსნა!
6) მიშას საქართველოში ჩამოსვლისას მე უნდა დავხვედროდი და არ დავხვდი, ამიტომ დაიჭირეს!
7) დათო სააკაშვილს ფულს ვუხდი, რომ ჩემს გვერდით გამოჩნდეს!
ამ ჭორების გამავრცელებელი ხალხი აღშფოთებულია, ხმოვანი ვოისის გავრცელებით, სადაც მელია ლანძღავს მიხეილ სააკაშვილს, ეს როგორ შეიძლებაო?!
კი, არ შეიძლება!
უბრალოდ თქვენ რასაც კადრულობთ ამ ჭორების დაყრით, ეგ რა სტანდარტითაა მორალური და მიღებული ბრძოლის მეთოდი?!
ვისაც ეს ვოის ჰქონდა და ხმას არ იღებდა აქამდე, არანაკლებ საშიშია, ვიდრე მიშას ზურგსუკან მაგინებელი ნიკა მელია! რომელიც ვერასდროს მალავდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიუღებლობას!
ჩემი გადმოსახედიდან, ვერაფერს ჩაიდენს ნიკა მელია იმაზე მძიმეს, რაც ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ ჩაიდინა!
პარტიის ოფისში, თავისივე თხოვნით მისულებს, დაგვახვედრა ხელფასიანი შპანა საცემად, რიცხობრივი უპირატესობით უნდოდა ესარგებლა და “ჭკუა” ესწავლებინა ჩვენთვის, ამიტომ ხელებშებორკილები რომ ვიყავით ისე, საკუთარ დაცვას უყვიროდა დავეხოცეთ და “ნასილაკებით” გავეტანეთ ოფისიდან, ამ მიზნით კი, რომ “არ გავქცეულიყავით” ლიფტი გათიშეს ოფისში!
ეს არის კლასიკური საშიში კრიმინალური მენტალობის ადამიანის ქცევა, რომელსაც არასდროს უნდა ჩაუვარდეს ძალაუფლება ხელში!
ეს სიბინძურე და მოხულიგნო/მოკრიმინალო მიდგომები უნდა დავასრულოთ ძალიან მალე, თუ გვინდა რამე სასიკეთო და შედეგიანი მოიტანოს ნაციონალური მოძრაობის ბრძოლამ!
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close