Sliderპოლიტიკა

ნეტარი იდიოტიზმის ოკეანეში ჩაძირული ხელისუფლება და საქართველოს მომავალი

მეფეს მისი ამალა თამაშობს.
ხელისუფლებას მისი ელექტორატი.
ერთ ძველ და ერთ ახალ მაგალითს მოვიყვან ხელისუფალთა სიჩლუნგისა, რაც არანაირად არ მართლდება -მარიონეტობით – მართლა ჩლუნგები არიან.
ელექტორატის უდიდესი ნაწილი კი, დამატებით ურაპატრიოტიზმითაა დამძიმებული,
ამიტომაც არ იქმნება პარადიგმა, სადაც დაიწყება ქვეყნის ინტერესების სწორი შეფასება და მისი დაცვა.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლისათვის რუსეთს ჩვენი თანხმობა ჭირდებოდა,
რომ გავჯიუტდით ჟენევებში ( ჟორჟოლიანს დავესესხები ), შემოგვითვალეს რაღაც პროდუქციებზე გაგიხსნით კარსო და რა ვუპასუხეთ?
წაიღე უკან აღიარებაო!!
ჯერ, რაში რას თხოვ, ამაში მოჩანს მარიონეტულ იდეოლოგიური სილენჩე და ტვინის დაბნელება!
ადგა რუსეთი, მოელაპარაკა ჩვენს სტრატეგიულ იობარს და უსასყიდლოდ ჩუმად მიგვაცემინეს თანხმობა!!!
კიდე უფრო შეუძლებელი იყო გამოგეყვანა საზოგადოება იმ ნირვანადან –  აწი მეტი რა შეუძლია რუსეთსო.
ამას ემატებოდა ბღენძვა, სატრანზიტო გეოსტრატეგიული ქვეყანა ვართ და ვსარგებლობთ ამ შეურყეველი სტატუსითო!
ასეთ ნეტარი იდიოტიზმის ოკეანეში ჩაძირულებმა აფაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე, თუნდაც მსჯელობას, ხომ საერთოდ ღალატის ტოლფასი დაარქვეს!
და რა მოხდა?
ადგა რუსეთი და აზერბაიჯან-სომხეთთან მოლაპარაკებებით და ახალი დერეფნების მონახვით, უკან გაუკეთა ჩვენს, ბღენძიებს ხელისუფლებასა და დასავლეთს ეს სტატუსი და ამაყი სიფათები!
არადა, რაფერ ცინიკურად ხითხითებდნენ – ისე წახდა რუსეთი, ჩვენმა სტრატეგიულ-ისტორიულმა მოკაშირე მეგობარმა თურქეთმა დააჩმორა და აზერბაიჯანში მაგათი ჯარები ჩადგებაო.
კი გუგუნებს მიწა თურქეთიდან აზერბაიჯანისაკენ დაძრული ჯარებით – დიდი-დიდი ასი კაცი აპატრულოს პისტოლეტებით, ხოლო ტექნიკა და რაკეტები კი არა, იაღლი-ბუღლი არ უნდათ?
ისარგებლა თურქეთით რუსეთმა და ახალი დერეფნებით კიდე როგორ გამოიჭერს, ამას მერე ნახავთ!!
ეს მაშინაც გითხარით აზერებმა და თურქებმა ნავთობსადენზე რომ მოაწყვეს პრეზენტაცია და ზეიმი! რამენაირად ჩაეჭრება მანდ რუსეთითქვა, კიდეც ჩაეჭრა და ბაზაც დაითრია ორნაბიჯში!
ასევე ნახავთ რაფერ გავა საქართველოს გავლით შახდენიზის ნედლეული! ნავთობით სავსე ვაგონები თუ შუა აზიის ან ჩინეთის ტვირთები, მერე იმღერეთ არიები ნაბუქოდან და ნიბელუნგების ბეჭედიდან,  ხოლო შახდენიზის მაგიერ შახი და მატი საშობლოს!
ადრეც ვთქვი და გაგიმეორებთ –
ასევე ისარგებლებს და წააქეზებს თურქეთს აჭარაში! რა უნდა პირზენერწყმომდგარი ოსმალოს გაგულიანებას და ბათუმშიც რომ დადგამს ბაზას, ე, მერე იხტუნეთ ერდოგანის ჩოილარზე!
გურიის ამბების უკანაც, პირდაპირ თუ არა, ირიბად, მაგ ნარატივს ვხედავ!
მოკლედ, ყვერთა საერთაშორისო ბელადების დოღია გურჯისტანში!
ლევან ადეიშვილი
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close