მსოფლიო

ნედ პრაისი: ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას თავის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად სჭირდება – ეს თავდაცვითი იარაღია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ მიუწოდებია უკრაინისათვის იარაღი, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიის შიგნით უნდა გამოიყენოს.

„ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას თავის სუვერენულ ტერიტორიაზე, უკრაინის მიწაზე გამოსაყენებლად სჭირდება, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუს აგრესორებს, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს თავდაცვითი იარაღია“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close