საზოგადოება

„ნებისმიერი ცოდვა, რომელიც ადამიანს რყვნის და ანადგურებს, ქრისტიანისა და ნებისმიერი ადამიანისთვის მიუღებელია“

დღეს, 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და ჰომოდობიასთან ბრძოლის დღე ერთდროულად აღინიშნება. სასულიერო პირებმა  ავტოკოლონებით მსვლელობა გამართეს და ქუჩები აკურთხეს.მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველა ეკლესიის შვილია. ჩვენ ვამბობთ მხოლოდ ერთ რამეს, ძალიან მნიშვნელოვანია,ოჯახის სიწმინდის დღეს ოჯახის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. ნებისმიერი ცოდვა, რომელიც ადამიანს რყვნის და ანადგურებს, ქრისტიანისა და ნებისმიერი ადამიანისთვის მიუღებელია. ოჯახი არის სიმყარე, სიმტკიცე. ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც ცოდვაში არიან, იქედან უნდა გამოვიყვანოთ. ცოდვის პროპაგანდა კი არ უნდა იყოს, პირიქით, ცოდვის წინააღმდეგ ყველანი ერთად უნდა დავირაზმოთ და შევთანხმდეთ, რომ ოჯახის სიწმინდე უფრო მყარად იყოს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close