პოლიტიკა

„ნაცმოძრაობამ“ თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ აპირებს პარლამენტში მუშაობას – სამადაშვილი

მიმაჩნია, რომ დღეს, ამ გადამწყვეტ პოლიტიკურ ბრძოლაში, ყველა მექანიზმი და ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლისთვის - როგორც პარლამენტი, ასევე ქუჩის აქციები, საერთაშორისო წნეხი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ და რანაირად აპირებს პარლამენტში მუშაობას, – ამის შესახებ პარტიის ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ პოლიტიკური ბრძოლისთვის ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს.

„მე მიმაჩნია, რომ დღეს, ამ გადამწყვეტ პოლიტიკურ ბრძოლაში, ყველა მექანიზმი და ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლისთვის – როგორც პარლამენტი, ასევე ქუჩის აქციები, საერთაშორისო წნეხი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტია სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობით უნდა დაკავდეს და მხოლოდ საგამოძიებო კომისიით არ უნდა შემოიფარგლოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close