საზოგადოება

“ნაცები” მხარდამჭერ ლექტორებსა და სტუდენტებს ე.წ. სახალხო პეტიციებს აწერინებენ“

„ვისაც ეხება ხსენებულ სეგმენტში, იმოქმედეთ!“ – ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს.

“ნაცები” მხარდამჭერ მცირერიცხოვან ლექტორებსა და სტუდენტებს აწერინებენ ე.წ. სახალხო პეტიციებს “პოლიტიკური პატიმრების” ნიკა მელიასა და ჟორიკა რურუას გათავისუფლებაზე. მებადება შეკითხვა – სად არიან “ქართული ოცნების” მრავალრიცხოვანი არაჩინოსანი ინტელექტუალები? ამ უკანასკნელთ ხომ შეუძლიათ კოლექტიური მიმართვები გაუგზავნონ დასავლელ პარტნიორებს იმის შესახებ, რომ მელია კრიმინალია და არა ოპოზიციის ლიდერი? რატომაა ასეთი ინერტულობა და მხოლოდ სოცქსელებში ბაქი-ბუქი? საქმეში ჩაუხედავი დასავლელი ზოგიერთი პარტნიორის შეშფოთება-აღშფოთება აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს. რა, არ უნდა გვქონდეს კანონის უზენაესობა?
ძალიან არ მსურს ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, რასაც პრორუსული რადიკალური ნაცოპოზიცია ცდილობს დასავლელი მეგობრების შეცდომაში შეყვანითა და სააკაშვილის ქართველი ჩეკისტების მავნებლური დეზინფორმაციით.
თუმცა, ნათლად ჩანს, რომ მმართველი გუნდი მხარდამჭერებს არ აიძულებს ამის გაკეთებას. თვითინიციატივა კი არაა ამ ხელისუფლების პირობებში დასჯადი. ვისაც ეხება ხსენებულ სეგმენტში, იმოქმედეთ!“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close