საზოგადოება

„მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილს მმართველობის მენტალობა შეეცვალა და ის უფრო ჰუმანური ან დემოკრატიული გახდება?“

ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, მოვლენების განვითარების მოსალოდნელ სცენარზე სოციალურ ქსელში წერს.

„თუ დავუშვებთ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლობაში დაბრუნების შესაძლებლობას:
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი ახალ რეფორმებს წამოიწყებს ეკონომიკური კუთხით?
– მჯერა.
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი მეტად შემოქმედებითად მიუდგება სახელმწიფოს სოციალურ სისტემას?
– მჯერა.
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი განაახლებს ინფრასტრუქტურას, სოფლებს, შექმნის ახალ ტურიზმის ცენტრებს, დააინტერესებს ახალი აღმოჩენებით?
– მჯერა.
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი მეტად მისცემს ინვესტიციების შემოსვლას ბიძგს?
– მჯერა.
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი კორუფციის ჭაობს ძირითადად მაინც გაასუფთავებს ქვედა დონეებზე?
– მჯერა.
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი გაწმინდავს ხელისუფლებას იმ სანაგვისგან, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია?
– მჯერა.
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი გააძლიერებს დასავლურ რიტორიკას და მოწოდებებს?
– მჯერა.
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი შექმნის პერსპექტივის და დინამიკის განცდას მოქალაქეებში?
– მჯერა.
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი შეძლებს კოალიციურ ურთიერთობებს – თანამმართველობას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან?
– არ მჯერა.
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი დაინტერესებული იქნება დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი სასამართლოთი და არ გააგრძელებს სასამართლოს დამორჩილებას?
– არ მჯერა.
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი არ შეეცდება დამოუკიდებელი მედიის განადგურებას და მედიაპლურალიზმს შეუწყობს ხელს?
– არ მჯერა.
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი იმ ბიზნესმენებს, რომლებიც მასთან არ მეგობრობენ, არ შეეცდება მათ განეიტრალებას?
– არ მჯერა.
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი განათლების სისტემის დეპოლიტიზაციას მოახდენს?
– არ მჯერა.
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი პროკურატურის, შსს-ს და ა.შ. დეპოლიტიზაციას უზრუნველჰყოფს?
– არ მჯერა.
მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი არ დაუწყებს პოლიტიკურ ოპონენტებს დევნას?
– არ მჯერა.
და ბოლოს, მჯერა თუ არა, რომ სააკაშვილს მმართველობის მენტალობა შეეცვალა და ის უფრო ჰუმანური ან დემოკრატიული გახდება?
– არ მჯერა“ – წერს არჩილ გამზარდია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close