Uncategorized

მძღოლი, რომელმაც ჩემ გოგოს მანქანით გადაუარა, 250 ლარით დაჯარიმდა – ტასო ლოსაბერიძე

ცხოველთა უფლებადამცველმა ტასო ლოსაბერიძემ პოლიციის დახმარებით შეძლო ეპოვნა მძღოლი, რომელმაც ქუჩის ძაღლს ავტომობილი დააჯახა. ძაღლიც ცოცხალი არსებაა და მასაც სტკივა -ამბობს ტასო და მძღოლებს გზაზე მოძრაობის დროს მეტი სიფრთხილისა და გულისხმიერების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

13 სექტემბერს, დღის საათებში ქუჩის ძაღლს მანქანამ დაარტყა, მერე გადაუარა და ისე, რომ მძღოლს არ გაუჩერებია, კრუნჩხვებში ჩავარდნილი ძაღლი იქვე დატოვა. როცა ვნახე, ძაღლი საშინელ შოკურ მდგომარეობაში იყო, უგონოდ, კრუნჩხვებში. წამოვიყვანე, ჯერ კლინიკაში, მერე სახლში. მიუხედავად იმისა, რომ ნემსებიც გავუკეთეთ და გადასხმებიც, იმედი არ გვქონდა, რომ გადარჩებოდა. თითქმის 1 % არ ქონდა შანსი.

Taso Losaberidze-ს ფოტო.

დაახლოებით 2 საათის მერე გონს მოვიდა, ცოტა წამოიკეთა და იმ საღამოს წყალიც დალია. როცა დასტაბილურდა, ჩავედი ახმეტელის მეტროსთან, სადაც მანქანამ დაარტყა და საპატრულო პოლიცია გამოვიძახე – დავწერე განცხადება, დამნაშავის დასჯის მოთხოვნით.

მეორე დღესვე დამიკავშირდა გამომძიებელი, მთავარი საგამოძიებო განყოფილებიდან, რომელიც ძალიან გულისხმიერად მოეკიდა ამ საქმეს და დამპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებენ რაც შეუძლიათ.

გუშინ, 16 სექტემბერს გახსნეს კამერები, ამოიღეს ჩანაწერი და გუშინვე მიიყვანეს დამნაშავე მძღოლი განყოფილებაში. დააწერინეს ახსნა-განმარტება და 250 ლარით დააჯარიმეს. მძღოლს უთქვამს, პირველად რომ დავარტყი, მეგონა რომ მოვკალი და მეორედ ამიტომ გადავუარე, ამიტომ აღარ გადმოვედი მანქანიდანო.

მართალია იოლად გამოძვრა, მაგრამ პრეცენდენტი შეიქმნა და თუ ყველა იგივეს გავაკეთებთ, ყველა მძღოლს დავაჯარიმებინებთ ვინც ასე სასტიკად მოექცევა ცხოველს, ძალიან მალე კარგი შედეგი დაიდება.

მინდა შევახსენო ყველა მძღოლს, რომ ძაღლიც ცოცხალი არსებაა და მასაც სტკივა. კანონს ნუ დავარღვევთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს.
მე და ჩემი გოგო კი შევთანხმდით, რომ თუ გადარჩება ყველაზე ბედნიერი ცუგო იქნება და ყოველთვის ხელის გულზე ვატარებ. ძლიერი დაზიანებების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პირობა ასრულდება და ერთად ბევრ ლამაზ წელს გავატარებთ – ამბობს ტასო ლოსაბერიძე.

Taso Losaberidze-ს ფოტო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close