სხვადასხვა

მძევლები, რომლებსაც საკუთარი მწამებლები შეუყვარდათ – რას ფიქრობენ ფსიქიატრები და კრიმინალისტები „სტოკჰოლმის სინდრომზე“

ამ ფენომენს 1973 წელს „სტოკჰოლმის სინდრომი“ უწოდეს. სწორედ სტოკჰოლმში მოხდა ბანკის ძარცვა, რომლის დროსაც ორ შეიარაღებულ მძარცველს ბანკის ოთხი თანამშრომელი ექვსი დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდა. ყველასთვის მოულოდნელად, გათავისუფლებული მძევლები მძარცველების თავგამოდებლ დამცველებად იქცნენ, ერთ-ერთი კი საკუთარ მწამებელს ცოლადაც გაჰყვა. ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა მსხვერპლი მოძალადის მიმართ სიმპათიების განეწყობა, რასაც ქვემოთ მოყვანილი მაგალითებიც მოწმობს.

პატი ჰერსტი – მძევალი, რომელსაც თავისი გამტაცებელი შეუყვარდა.

Патти Херст – заложница, которая влюбилась в одного из похитителей | Фото: img.relax.ru

პატი ჰერსტი გატაცებამდე და მას შემდეგ

Патти Херст до и после похищения | Фото: images.rapgenius.com и media.timeout.com

1974 წელს მემარცხენე რადიკალური დაჯგუფების Symbionese Liberation Army-ის წევრებმა მილიარდერის 19 წლის შვილიშვილი, პატი ჰერსტი გაიტაცეს. გამტაცებლებს თვალებ და პირახვეული გოგონა 57 დღის მანძილზე კარადაში ჰყავდათ ჩაკეტილი და მასზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდნენ. გამტაცებლები აპირებდნენ პატი დაპატიმრებულ თანამზრახველებზე გაეცვალათ, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა და გოგონა გამტაცებლებთან დარჩა. ის არა თუ აღარ ცდილობდა გათავისუფლებას, არამედ ერთ-ერთი გამტაცებელიც შეუყვარდა და Symbionese Liberation Army-ის წევრი გახდა. მალე ის თავად იღებდა ბანკების ძარცვასა და გატაცებებში მონაწილეობას.

Патти Херст во время ограбления банка и после ареста | Фото: luxus.welt.de
პატი ჰერსტი ბანკის ძარცვის დროს და დაპატიმრების შემდეგ.

Патти Херст после ареста | Фото: zgrad.net
გათავისუფლების წინა დღეს პატიმ განაცხადა, რომ Symbionese Liberation Army-ის წევრი ხდება და ახალ მეგობრებთან ცხოვრებას აგრძელებს. 1975 წელს პატი დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1998 წელს ვენაში 10 წლის ნატაშა კამპუში გაიტაცეს. ბავშვი მანიაკს, სახელად ვოლფგანგ პრიკლოპილი 8 წლის მანძილზე სარდაფში ჰყავდა ჩაკეტილი. ნატაშამ სახლში დაბრუნება მხოლოდ 2006 წელს მოახერხა. ყველას გასაოცრად, ის გამტაცებლის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი და ამბობდა, რომ ვოლფგანგი მშობლებზე მეტად ანებივრებდა.

ნატაშა კამპუში და მისი გამტაცებელი

Наташа Кампуш и ее похититель Вольфганг Приклопиль | Фото: fb.ru
ნატაშა კამპუში სახლში დაბრუნების შემდეგ

Наташа Кампуш после освобождения | Фото: fb.ru
ელიზაბეტ სმარტი

2002 წელს სოლტ- ლეიკ- სიტელმა მანიაკმა 15 წლის იზაბეტ სმარტი გაიტაცა. მოზარდმა მანიაკის ტყვებაში 9 თვე გაატარა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას გაქცევა შეეძლო, მაგრამ გამტაცებელს იმდენად მიეჩვია, რომ მისი მიტოვება არ ისურვა.

Элизабет Смарт после освобождения | Фото: peoples.ru
ელიზაბეტ სმარტი გათავისუფლების შემდეგ

ფსიქიატრები და კრიმინოლოგები ამ ფენომენს ათწლეულების მანძილზე იკვლევდნენ და დაასკვნეს, რომ სტრესულ სიტუაციებში მოძალადესა და მსხვერპლს შორის ზოგჯერ სიმპათიები ჩნდება. თავდაპირველად მსხვერპლი აგრესორის მორჩილებას გამოხატავს, რომ თავი გადაირჩინოს, მოგვიანებით კი შოკის ზემოქმედების შედეგად ის დამნაშავეს თანაუგრძნობს და ზოგჯერ კიდეც უყვარდება.

Элизабет Смарт | Фото: peoples.ru

ელიზაბეტ სმარტიფსიქოლოგების თქმით, სასტიკი მოპყრობა მძევლებში ბუნებრივად აჩენს სიძულვილს მოძალადის მიმართ, მაგრამ ჰუმანური მოქცევის შედეგად მსხვერპლს მადლიერების გრძნობა უჩნდება. ამასთან, გარე სამყაროსგან იზოლირების პირობებში მსხვერპლს შეუძლია მოძალადის პიროვნული თვისებები ამოიცნოს და მისი ქცევის მოტივი გაიგოს. არც თუ იშვიათად, ეს მოტივი მსხვერპლში თანაგრძნობას და დახმარების სურვილს იწვევს. სტრესის შედეგად მოძალადესა და მსხვერპლს შორის ფიზიკური ან ემოციური მიჯაჭვულობა ვითარდება. მსხვერპლი მადლიერია, რომ ცოცხალი დატოვეს და ხშირად გათავისუფლების ოპერაციის დროს სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევს.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close