სამართალი

„მუშტებით და ფეხებით გამეტებით მირტყამდნენ“ – ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს ყვება

ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა „პოლიტმეტრის“ წამყვანს ვახო სანაიას სამი პირი დაესხა თავს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, როცა ჟურნალისტი, მეუღლესთან, მცირეწლოვან შვილთან და ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა.

სანაიას თქმით, თავდასხმა ცალსახად მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სამმა ნასვამმა პირმა იგი სახეზე იცნო, ჯერ დაიწყეს ჟურნალისტის გამოწვევა და პროვოცირება, ბოლოს გინებაზე და ცემაზე გადავიდნენ.

“თავზე მაქვს დაზიანებები და სისხლნაჟღენთები, როდესაც წაქცეული ვიყავი მუშტებით და ფეხებით გამეტებით მირტყამდნენ. ბავშვი ძიძას ეჭირა და ისტერიულად ტიროდა. ჩემთან ერთად მყოფ ქალებსაც შეეხნენ ხელით. ეს ჩვეულებრივად არ ხდება ეს არის გაგრძელება 20 ივნისის,”-აღნიშნა ვახო სანაიამ.

სამივე თავდამსხმელი დაკავებულია, ჟურნალისტს კი სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close