სხვადასხვა

მუშებმა საკანალიზაციო მილში ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

22 დეკემბერს, ბრიუსელში, მუშებმა გაუქმებულ საკანალიზაციო მილში ორი ოქროს ზოდი აღმოაჩინეს. ამის შესახებ New York Post იუწყება.

მუშებმა აღმოჩენის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. ამჟამად პოლიცია იძიებს რა გზით მოხვდა ოქრო კანალიზაციაში. თუ სამართალდამცავებმა განძის მფლობელი ექვსი თვის განმავლობაში ვერ იპოვეს, ოქროს ზოდების აღმომჩენები განძიდან კანონით დადგენილ წილს მიიღებენ.

ცნობისთვის, ოქროს ზოდების ღირებულება დაახლოებით 100 ათასი ევროა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close