მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით 44 059 551 ადამიანი დაინფიცირდა.

„კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ია დაფიქსირებული, რომელსაც შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და თურქეთი მოსდევს. ყველა ამ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა მილიონზე მეტია.

რაც შეეხება მსხვერპლს, მსოფლიოში ვირუსით ჯამში 1 168 107 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველაზე რთული მდგომარეობა ამერიკაში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და მექსიკაშია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსისგან 29 832 060 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close