Sliderპოლიტიკა

მოსახლეობის 61%-ის აზრით საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესს

წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს. ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 61 პროცენტი ამბობს, რომ არა, 31 პროცენტი – დიახ, 6 პროცენტი – არ ვიცი, ხოლო უარი პასუხზე 3 პროცენტმა დააფიქსირა.

იგივე კითხვაზე აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, 56 პროცენტი ამბობდა, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 39 პროცენტი – დიახს, 4 პროცენტი – არ ვიცი, ხოლო უარი პასუხზე 2 პროცენტი იყო.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close