სამართალი

მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება. მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსამართლის შეცვლაა – ეს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის თავიდან დაწყების საფუძველია.

სხდომა მოსამართლე ნინო ნაჭყებიას ხელმძღვანელობით რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. ბრალდებულია ორი პირი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

ორივე მათგანს პროკურატურა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს. პარალელურად, საქმე სტრასბურგშია გაგზავნილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close