სხვადასხვა

„მოსაკლავი უნდა მოკვდეს“ – ვინ იყვნენ ჰუინვეიბინები და რატომ აღიარეს ბოროტებად მათი მოძრაობა?

ჰუნვეიბინების  ანუ მოსწავლე-ახალგაზრდობის გაერთიანება  ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს (1966-1967 წ), მაო ძედუნის მოწინაღმდეგეებთან საბრძოლველად შეიქმნა. იურიდიულად ითვლებოდა, რომ ჰუნვეიბინების დაჯგუფებები დამოუკიდებლად და მარქსიზმის იდეალების საკუთარი გაგების შესაბამისად მოქმედებდნენ, სინამდვილეში კი ისინი მაო ძედუნისა და პარტიის ლიდერების მითითებებს ემორჩილებოდნენ. ჰუნვეინები ტრადიციული კულტურის შეურაცხყოფითა და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.
ხელისუფლება ახალგაზრდულ დაჯგუფებებს რეპრესიებისთვის იყენებდა. მოგვიანებით, ჰუნვეინების საქმიანობა როგორც ჩინეთში, ისე მთელ მსოფლიოში ბოროტებად აღიარეს.
ჰუნვეინების დაჯგუფებებში სერიოზული წინააღმდეგობა არსებობდა. ახალგაზრდების ნაწილი მდიდარი ოჯახებიდან იყო, ნაწილი კი მუშათა და გლეხთა ოჯახებიდან. შესაბამისად, ჰუნვეინები იყოფოდნენ „წითლებად“ (მდიდრები) და „შავებად“ (ღარიბები). ამ ორ დაჯგუფებას შორის კი სერიოზული დაპირისპირება მიმდინარეობდა.


1966 წლის 8 აგვისტოს „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დიადი კულტურული რევოლუციის დადგენილებაში“ ეწერა: „რევოლუციურად განწყობილი ჰუნვეინი ჭკვიანი და ენერგიული ახალგაზრდები არიან.  საკუთარი აზრის თამამად გამოხატვისა და გაზეთ „დაცზიბაოში“მამხილებელი სტატიების გამოქვეყნების გზით მათ ბურჟუაზიის წარმომადგენლებზე ღია იერიში მიიტანეს.  ასეთი დიადი რევოლუციური მოძრაობის დროს, ბუნებრივია, ხარვეზებს ვერ გაექცევი, თუმცა მთავარი რევოლუციური ხაზი უნაკლო და სწორია“.

ჰუნვეინები საჯაროდ აკრიტიკებდნენ და ხშირად, ფიზიკურად ძალადობდნენ  კაპიტალიზმის მომხრეებზე, ე.წ. შავ რევიზიონისტებზე, მაო ძედუნის მოწინააღმდეგეებზე, პროფესორ- მასწავლებლებზე და ინტელიგენციაზე. კამპანიის „გაანადგურე ოთხი გადმონაშთი“ ფარგლებში ანადგურებდნენ ქვეყნის კულტურულ ფასეულობებს.
1966 წლის აგვისტოში სამედიცინო ინსტიტუტის ჰუნვეიბინი სტუდენტები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჯერ ადგილობრივი საავადმყოფოს პერსონალს და შემდეგ ნაცემი ექიმების მხარდამჭერ ადგილობრივ ჩინოვნიკს.

ანგარიშსწორების მიზეზი სოციალიზმის მიმართ ანტიპატიურად განწყობილ ექიმთან დაპირისპირება გახდა. 24 აგვისტოს ჰუნვეინი ახალგაზრდები საავადმყოფოში შეიჭრნენ. „შერისხული“ ექიმი ვერ იპოვეს, თუმცა მის ცხრა კოლეგას სასტიკად გაუსწორდნენ.  ჰუნვეიბინები მოითხოვდნენ, რომ კოლეგებს ჩჟან სიუვენი ანტისოციალურ ელემენტად ეღიარებინათ და ემხილათ. მეამბოხე ახალგაზრდებმა ექიმებს საღებავი შეასხეს, თავზე ჯამბაზების ქუდები ჩამოაცვეს და გულზე წარწერები ჩამოჰკიდეს „მე უწმინდური ვარ“. ზოგი ექიმი აიძულეს, რომ ეხტუნავა, ზოგი კი მუხლებზე დააყენეს და ქუსლებზე კეტები ურტყეს. ანგარიშსწორება სამი საათი გრძელდებოდა.
ახალგაზრდა ჰუნვეიბინები სასურველი აღიარების მისაღებად წამების სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ: მსხვერპლს ბნელ ოთახში ხანგრძლივად, საკვებისა და წყლის გარეშე კეტავდნენ და აიძულებდნენ აგენტობა ეღიარებინა. უარის შემთხვევაში „ბრალდებული“ გარეთ, მცხუნვარე მზეზე გამოჰყავდათ, სკამზე ხელგაწვდილს აყენებდნენ და ხმამაღლა ყვიროდნენ „მაო ძედინის მზეო, დაწვი უწმინდური“.  ამის შემდეგ „კლასობრივ მტერს“ აიძულებდნენ ოთხ ფეხზედამდგარიყო, ძაღლივით ეყეფა და და ბოლოს გონების დაკარგვამდე სცემდნენ.

1966 წლის 1 ივლისს ადგილობრივ რადიოში პეკინის უნივერსიტეტის  ფილოსოფიის პედაგოგმა ახალგაზრდებს ბრძოლის გაძლიერებისა და რევიზიონისტი მონსტრების სრული განადგურებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ მილიონობით მოსწავლე და სტუდენტი ჰუნვეიბინების დაჯგუფებებში გაწევრიანდა და მაოს მტრებზე ღია ნადირობა გამოაცხადა. „კლასობრივ მტრებს“ და „მონსტრებს“ ყველგან ეძებდნენ: სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, ადგილობრივ ხელისუფლებაში, სამეზობლოში და სანათესაოში..

1966 წლის 26 ივლისს სასწავლო პროცესის დასრულებამ და არდადეგების გამოცხადებამ ჰუნვეიბინების რაოდენობა 50 მილიონით გაზარდა.

ჩინეთის უშიშროების ახალმა მინისტრმა სე ფუჩჟიმ მილიციის შემადგენლობა შეკრიბა და განაცხადა: „ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სისხლის სამართლის კოდექსზე და რუტინულ სამართალწარმოებაზე. შეცდომაა ჰუნვეიბინების დაპატიმრება იმის გამო, რომ ვიღაცა სცემეს ან მოკლეს. ძალიან კარგი, თუ მოკლა, ეს ჩვენი საქმე არაა. მკვლელობა არ მომწონს, მაგრამ თუ ხალხს ვიღაც ისე სძულს, რომ მრისხანებას ვერ იოკებს, ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ. სახალხო მილიცია ჰუნვეიბინების მხარეს უნდა დადგეს, მათთან უნდა გაერთიანდეს და ინფორმაცია მიაწოდოს“.

ქალაქი სიამინის უნივერსიტეტში ჰუნვეიბინებმა შემდეგი შინაარსის მიმართვა გამოაკრეს:
„ჩვენი თანდასწრებით, ზოგიერთი პედაგოგი ვერ უძლებს კრიტიკას, ცუდად ხდება და კვდება. მათ მიმართ, ვინც ჩვენს სამართლიან ბრძოლას ვერ უძლებს ფანჯრიდან ხტება ან ცეცხლში ვარდება, იოტისოდენა სიბრალული არ გაგვაჩნია. მოსაკლავი უნდა მოკვდეს.“

1966 წლის შემოდგომაზე ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ჰუნვეინებს ქვეყნის მასშტაბით უფასოდ გადაადგილების უფლება მისცა, რომ  რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის „გამოცდილება გაეზიარებინათ“.

ჰუნვეინებმა პეკინის ოპერის ყველა დეკორაცია და კოსტიუმი დაწვეს – თეატრებში მხოლოდ მაოს ცოლის შექმნილი რევოლუციური ოპერები უნდა ისმოდეს და არაფერი სხვა! ათი წლის განმავლობაში, ეს ოპერები ოფიციალური ცენზურის მიერ ნებადართული სასცენო ხელოვნების ერთადერთ ჟანრს წარემოადგენდა.

ჰუნვეინები წვავდნენ და ანგრევდნენ ეკლესიებს და მონასტრებს. დაანგრიეს დიდი ჩინური კედლის ნაწილი, რომ აგურები მოსახლეობისთვის „უფრო საჭირო“ საღორეების ასაშენებლად გამოეყენებინათ.

ჰუნვეიბინები ქალებს შეღებილ თმებს პარსავდნენ, ვიწრო შარვლებს ტაზე ახევდნენ, მაღალქუსლიან ფახსაცმელებს ხდიდნენ და ახალ ზნეობრივ ნორმებს ქადაგებდნენ.

1967 წლის შემოდგომაზე მაო ძადუნმა ჰუნვეიბინებს არაკომპეტენტური და უმწიფარი ახალგაზრდები უწოდა და სამხედრო ძალით დაუპირისპირდა, რასაც რამდენიმე შეტაკება მოჰყვა. მაო იმუქრებოდა, რომ თუ ჰუნვეინები გააგრძელებდნენ ადამიანების ხოცვას, ეკლესიების ნგრევას და არეულობას, ყველას გაანადგურებდა.

19 აგვისტოს ქალაქ ჰუილინში ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ 30 000 ჯარისკაცი და მილიციელი შევიდა და 6 დღის განმავლობაში ქალაქში მყოფი თითქმის ყველა ჰუნვეიბინი გაანადგურა.
1967 წლის ჰუნვეიბინების ორგანიზაცია მთლიანად დაიშალა. რამდენიმე მეთაური ცენტრიდან პროვინციაში, ღორების ფერმაში სამუშაოდ გაამწესეს, რამდენიმე კი 1968 წლის 27 აპრილს შანხაიშაი საჯაროდ დახვრიტეს.

Куда девались хунвейбины в Китае? — geosid — @дневники ...
1967 წლის შემოდგომაზე 1 მილიონი, ხოლო 1970 წელს 5,4 მილიონი ახალგაზრდა ჰუნვეიბინი ჩინეთის განაპირა რაიონებში გადაასახლეს, სადაც დარჩენილი ცხოვრება გაატარეს.

თარგმნა „პროგრესნიუსმა“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close