სხვადასხვა

„მკვდრების ქალაქი“ – სად განისვენებს 10 ცნობილი დამნაშავე, რომელიც ადამიანებს შიშის ზარს სცემდა?

ცნობილი დამნაშავეები და მანიაკები ვერ ამჩნევენ, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ აახლოვებს ბოროტება, ძარცვა და მკვლელობები ფინიშის ხაზთან. სისასტიკეში მსგავსების მიუხედავად, დამნაშავეების უკანასკნელი ნავსაყუდელი ძალიან განსხვავდება. ზოგი მდიდრულ სამარხში განისვენებს და საფლავთან საკუთარი ეკლესია აქვს, ზოგს კი საფლავის ქვაც არ ეღირსა. ჩვენ გიამბობთ სად არიან დაკრძალული ცნობილი კრიმინალები, მანიაკები და მკვლელები.

პაბლო ესკობარი

პაბლო ესკობარმა ნარკობიზნესი და პოლიტიკური კარიერა გააერთიანა. მან ნარკოტიკების გაყიდვით უზარმაზარი ქონება დააგროვა. ჟურნალი Forbes- ის თანახმად, 1989 წელს კოლუმბიელის ქონებამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

იგი 1993 წლის დეკემბერში, კოლუმბიის ქალაქ იტაგუიში გარდაიცვალა. ნარკობარონი Montesacro Gardens- ის სასაფლაოზე განისვენებს.

ბონი და კლაიდი

ამერიკელები, კლაიდ ბაროუ და ბონი პარკერი დიდი დეპრესიის დროს, თავზეხელაღებული ყაჩაღობით გაიცნეს. ამ პერიოდში ბონიმ და კლაიდმა თორმეტი ბანკი გაძარცვეს და ცხრა პოლიციელი მოკლეს. საბოლოოდ, შეყვარებული მძარცველები ტეხასელ რეინჯერებთან და ლუიზიანას პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპნენ.

ხელისუფლებამ ბონის და კლაიდის ახლობლებს გარდაცვლილების ერთად დაკრძალვის უფლება არ მისცა. ბონი პარკერი დალასში, ტეხასის შტატში, Crown Hill Memorial Park-ის სასაფლაოზე დაკრძალეს. კლაიდ ბაროუ კი დასლასში,  Western Heights Cemetery სასაფლაოზე.

კაპონე

ამერიკელმა განგსტერმა ალფონს გაბრიელ ალ კაპონემ თავისი სახელი ისტორიაში სასტიკი დანაშაულების წყალობით დატოვა. 1920-1930 წლებში ის ჩიკაგოს ტერიტორიას აკონტროლებდა. ავეჯის ბიზნესის საფარქვეშ ალ კაპონე დაკავებული იყო ბუტლეგერობით, სათამაშო ბიზნესითა და პროსტიტუციით. დროთა განმავლობაში აშშ-ის ორგანიზებულ დამნაშავეთა იტალიურ მაფიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი გახდა.განგსტერის საქმიანობის პიკი იყო 1920 – იან და 1930 – იან წლებში.

ალ კაპონე განისვენებს ილინოისის შტატში. მისი საფლავი, რომელიც  კარმელის მთაზე მდებარეობს, მონუმენტური ქვაკუთხედით ადვილად ამოსაცნობია  .

ყაჩაღი ჯონ დილინგერი

ჯონ დილინგერმა (ფოტოს ცენტრში) გასული საუკუნის 30-იან წლებში სახელი ბანკების ძარცვით გაითქვა. დილინჯერმა და მისმა დაჯგუფებამ შუადასავლეთის შტატებში 1933-34 წლებში, ბანკების ძარცვის დროს სულ მცირე, 10 პოლიციელი მოკლა. გამოძიების ფედერალური ბიურო მას პირსისხლიან მკვლელს უწოდებდა, თუმცა ბევრი მას სახალხო გმირად მიიჩნევდა, რადგან დიდი დეპრესიის წლებში იმ ბანკებს ძარცვავდა, რომელთა გამოც ადამიანებმა მთელი ცხოვრების დანაზოგები დაკარგეს.

FBI- ს აგენტებმა ჯონ დილინგერი დაკავების დროს მოკლეს. ყაჩაღი ინდიანას შტატში, ქრაუნ ჰილის სასაფლაოზე განისვენებს.

გრისელდა ბლანკო

გრისელდა ბლანკო – ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონესა, რომელიც 1970 – იანი წლებიდან 1980 – იან წლებამდე კრიმინალური ბიზნესის სათავეში იდგა. ის იყო პირველი ნარკორეალიზატორი, რომელმაც კოლუმბიასა და შეერთებულ შტატებს შორის ნარკოტიკების ტრეფიკინგი დაამყარა და ორ მილიარდ დოლარზე მეტი დააგროვა.

გრისელდა 2012 წლის სექტემბერში მოკლეს. მკვლელმა ქალს ცეცხლი დიდი სიჩქარით მიმავალი მოტოციკლეტიდან გაუხსნა და მიიმალა. ბლანკოს ფერფლი კოლუმბიაში, „მონტესაგროს ბაღების“ სასაფლაოზე განისვენებს.

კიდ ნელსონი

„ამერიკულ ბანკების რისხვა“ ჯოზეფ გილისი, იგივე პატარა ნელსონი  განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ის უმოწყალოდ ხოცავდა ყველას, ვინც ფულისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობებოდა, რისთვისაც FBI- მ იგი ჯონ დილინგერის შემდეგ საზოგადოების მეორე საფრთხედ დაასახელა.

პატარა ნელსონი 1934 წლის ნოემბერში, FBI– ს აგენტებთან შეტაკეწბის დროს დაიღუპა. დაკრძალულია მეუღლის გვერდით, ილინოისის რივერ გროს სასაფლაოზე.

კარლიო ფუენტესი

ამადო კარილიო ფუენტესი 90-იანი წლების დასაწყისში მექსიკის  ნარკოკარტელს ხელმძღვანელობდა. იმ დროის ერთ – ერთ ყველაზე მსხვილი ნარკორეალიზატორი აშშ-ს იმ რაოდენობით ნარკოტიკს აწვდიდა, რომ თვითმფრინავების დაქირავება უხდებოდა. სწორედ ამის გამო, მას „ცისმბრძანებელი“ შეარქვეს. ნარკობარონის ქონება 20 მილიარდ დოლარად შეფასდა.

ფუენტესმა1997 წელს გარეგნობის შეცვლა სცდადა და ტკივილგამაყუჩებლების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. მისი ცხედარი მექსიკის ქალაქ კუალიაკანის სასაფლაოზე, სამსართულიან პირად მავზოლეუმში განისვენებს, რომლის მშენებლობა 100 ათასი დოლარი დაჯდა.

ჩიკატილო

სასტიკი მანიაკი, პედოფილი, სერიული მკვლელი, კანიბალი – 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე ანდრეი ჩიკატილომ ორმოცდაათამდე სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა. 1992 წლის აპრილში მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

ჩიკოტილოს განაჩენის წაკითხვას ორი დღე დასჭირდა. განაჩენი 1994 წლის თებერვალში, ნოვოჩერკასკის ციხეში აღასრულეს. სისხლიანი მკვლელის საფლავზე გარდაცვლილის სახელის ნაცვლად, ნომერი 261 წერია.

ჯონ გეისი (მკვლელი ჯამბაზი)

ჯონ უეინ გეისი აშშ -ის ისტორიაში ყველაზე საშიში სერიული მკვლელის სახელით შევიდა. ოფიციალურად დამტკიცებულია, რომ მან 33 ახალგაზრდა ბიჭი მოკლა. მანიაკი მსხვერპლის ნდობას ჯამბაზის კოსტუმის დახმარებით მოიპოვებდა, რისთვისაც „მკვლელი ჯამბაზი“ შეარქვეს.

ჯონ უეინ გეისი 1978 წელს დააკავეს და იმავე წელს ილინოისის კრესტ ჰილის ციხეში სიკვდილით დასაჯეს. დაკრძალულია შტატვილის გამოსასწორებელი ცენტრის ტერიტორიაზე.

სერგეი ტკაჩი

პედოფილი, მოძალადე, სერიული მკვლელი – პირველი დანაშაული  1980 წელს, უკანასკნელი კი 2005 წელს ჩაიდინა. ოფიციალური მონაცემებით, მან 27 მოზარდი გოგონა გააუპატიურა და მოკლა. აღსანიშნავია, რომ წარსულში ტკაჩი ექსპერტ-კრიმინალისტად მუშაობდა.

2008 წელს სასამართლომ ტკაჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ჟიტომირის გამასწორებელ კოლონიაში მან თაყვანისმცემელთან დაქორწინებაცკი მოახერხა, მაგრამ ტყვეობაში გულის უკმარისობა განუვითარდა და  2018 წელს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ჟიტომირში, კორბუტოვის სასაფლაოზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close