საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი ბოტოქსის პროცედურებზე: აბსოლუტური სიცრუეა – 2008 წლის შემდეგ, ნერვულ ნიადაგზე, სახე დამისივდა და კანის ნეონური მკურნალობა დამჭირდა

მიხეილ სააკშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ბოტოქსის პროცედურებს იფინანსებდა. მისი განმარტებით, 2008 წლის შედეგ, ნერვიულობის ნიადაგზე, სახე დაუსივდა და აპარატებით ამას მკურნალობდა.

„რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს – ეს არის აბსოლუტური სიცრუე. არ ვიცი, შეიძლება, ესაა სამსახურის შეცდომა. გაუგზავნეთ ეს ინფორმაცია ყველა იმ კლინიკას, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, გაუგზავნეთ და მიიღეთ მათგან დადასტურება, ეს კოსმეტიკური პროცედურა იყო თუ კანის ნეონური მკურნალობა, რომელიც 2008 წლის შემდეგ დამემართა, ნერვულ ნიადაგზე, როგორც ექიმები ამბობენ. ეს ნიკა ყიფშიძემაც კარგად იცის. სურათებზეც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ არის დასიებული სახე 2008 წლის შემდეგ. ეს რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე შეერთებას და ა.შ.“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close