საზოგადოება

“მიშა რომ თავის შვილს არ ეთანხმება, ეგ გასაგებია” – ჩერგოლეიშვილი

ბევრს მართლა ეგონა, რომ სააკაშვილის გამოჩენაზე ბიძინა კანკალს დაიწყებდა, გაიქცეოდა და ისინიც დაიბრუნებდნენ ასე ნანატრ “პალაჟენიას”

ვეთანხმები ედუარდ სააკაშვილს და მეც მიმაჩნია, რომ მიშა ოპოზიციაში ბევრს საკუთარი წონის გასაზრდელად და მიზნების მისაღწევად სჭირდება და მას, როგორც ადამიანს, არ ხედავს, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მე ვეთანხმები ედუარდ სააკაშვილის დაკვირვებას და მეც მიმაჩნია, რომ მიშა ოპოზიციაში ბევრს საკუთარი წონის გასაზრდელად და საკუთარი მიზნების მისაღწევად სჭირდება და მას, როგორც ადამიანს არ ხედავს.
ბევრს მართლა ეგონა, რომ სააკაშვილის გამოჩენაზე ბიძინა კანკალს დაიწყებდა, გაიქცეოდა და ისინიც დაიბრუნებდნენ ასე ნანატრ “პალაჟენიას”.
ამან გამოიწვია ბევრი უბედურება – მიშას უნარების მითოლოგიზაციის ჩათვლით. ამან გამოიწვია არასწორი მოლოდინების გაჩენაც.
მიშა რომ თავის შვილს არ ეთანხმება, ეგ გასაგებია – მიშა ზოგადად უარს ამბობს რეალობის დანახვაზე და ურჩევნია იმ ილუზიებში იყოს, რაც მას სიამოვნებს.
ურჩევნია ეგონოს, რომ ეს ხალხი მას ეთაყვანება.”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება მისი შვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ედუარდ სააკაშვილს აქვს განცდა, თითქოს ვიღაცებს ოპოზიციაში შესაძლოა ერჩივნოთ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება.

„რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა:

„ძალიან მაშფოთებს და მართლა შემზარავი არის, როდესაც მესმის ოპოზიციის მხრიდანაც ამაზე საუბარი – აი, თქვენ არ იცით, რა მოხდება, რას დავატრიალებთ… ფაქტობრივად, ნებსით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ – ვა, რა მაგარი იქნება, ეს მართლა რომ მოხდეს, ახლა რა მაგარ რაღაცებს დავატრიალებთ და ამათ დედას ვუტირებთ. არაფერ კონსპირაციულს არ ვიძახი, უბრალოდ, თუნდაც, ტელევიზიებში ასე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება მართლა ურჩევნიათ – მკვდარი, ვიდრე ცოცხალი“, – თქვა ედუარდ სააკაშვილმა ინტერვიუს მიმდინარეობისას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close