სამართალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ადვოკატი დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ლევან ზურაბაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას, მისი ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში დღეს ასაჩივრებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის უფლებადამცველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს.

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატს გიორგი ჭოჭუას იმედი აქვს, რომ გასაჩივრების შემდეგ, შემდგომი ინსტანცია იმსჯელებს საქმეზე და მისი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობიდან გაათავისუფლებს.

შეგახსენებთ, რომ ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში შეიჭრა და 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელის მოთხოვნები სოციალური ხასიათის იყო – აიკრძალოს სათამაშო ბიზნესი, დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და გაიაფდეს მედიკამენტები. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close