საზოგადოება

მთავრობაც ზაზასთან ერთად დაფრინავდა ამ ვერტმფრენით რადგან ძალიან მაგარი პროფესიონალი იყო – ინგა ბერიკაშვილი ანა დოლიძეს პასუხობს

ამ ქვეყანაში გლოვაც არ ვიცით პოლიტიკური ქულების დაწერის გარეშე..
ეს სურათები ანა დოლიძის მაგვარი უნამუსო პოლიტიკოსების გამო დავდე, რომ ნახონ მთავრობაც ზაზასთან ერთად დაფრინავდა ამ ვერტმფრენით რადგან ძალიან მაგარი პროფესიონალი იყო…
მე არ ვიცოდი თუ ზაზა მართავდა, დაწერეს და ამიტომ დავწერე მეც…
უბრალოდ დადუმდით ასეთი ტრაგედიის დროს, მართლა ყელში ამოხვედით ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველად მოვლენილი მავნეები, კმარა…
ევროპაშიც ხდება “ძალიან სვეტებო”!
ზუსტად ვიცი ეს ეს რა აუტანელი ტკივილის, სული რომ კივის და ტკივილისგან თვალთ გიბნელდება, ასე მგონია საკუთარ ძმას და მამას დავტირი როცა ასეთ ამბებს ვიგებ, ხშირად გასვენებაშიც მიჭირს წასვლა ცუდად ვხვდები და აცადეთ ხალხს გლოვა კრიტიკის გარეშე…
უბრალოდ გაჩუმდით ამ დროს…. – წერს ინგა ბერიკაშვილი.
ანა დოლიძემ დაწერა: თქვენი არ ვიცი და მე კი მინდა ომი იმასთან, რომ ამ ქვეყნის მმართველს რამდენიმე ვერტმფრენი ჰყავს, რითაც გადაადგილდება იქით-აქეთ უსაფრთხოდ, ხოლო ხალხს რომელიც მის 10 წლის განმავლობაში მართულ ქვეყანაში დღეს და ღამეს ასწორებს სხვების გადასარჩენად, არცერთი თანამედროვე ვერტმფრენი არ ჰყავს. მინდა ომი ამ სასტიკ ცინიზმთან და უთანასწორობასთან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close