საზოგადოება

„მთავარი არხი“ გმობს და ემიჯნება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, ტელეკომპანია მასთან თანამშრომლობას აჩერებს

15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

„მთავარი არხი“ ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, „მთავარი არხი“ გმობს და ემიჯნება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე კი „მთავარი არხი” მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას აჩერებს.

„მთავარი არხი“ გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, „მთავარი არხი“ ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-მ „მთავარი არხის“ ტელეწამყვანის ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ გამოძიება გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის მუხლებით დაიწყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close