სამართალი

„მთავარი არხის“ წამყვანის წინააღმდეგ გამოძიება გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის მუხლებით დაიწყო

სამართალდაცველებმა „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე გუშინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად ახალგაზრდა ქალმა მიმართა.

შსს-მ „მთავარი არხის“ ტელეწამყვანის ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დააკავეს.

126-ე მუხლი ძალდობას, 137-ე მუხლი გაუპატიურებას, 151-ე მუხლი კი მუქარას გულისხმობს.

სამართალდაცველებმა „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე გუშინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად ახალგაზრდა ქალმა  მიმართა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close