საზოგადოება

მზად ვართ ჩვენი ხედვები გავუზიაროთ დედაქალაქის მერსა და საკრებულოს, ამ უმწვავესი პრობლემის მოსაგვარებლად – “სფერო ჰოლდინგი”

“ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ხედავს საჭიროებას შემუშავდეს პროგრამა ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
“სფერო ჰოლდინგი”, რომელიც 2019 წლიდან პროექტის “თბილისური ეზოს” ფარგლებში აქტიურად ახორციელებს შესწავლით სამუშაოებს ძველ, ისტორიულ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, მიესალმება ამ განცხადებას.
მზად ვართ ჩვენი ხედვები გავუზიაროთ დედაქალაქის მერსა და საკრებულოს, ამ უმწვავესი პრობლემის მოსაგვარებლად.
ჩვენ ერთად უნდა დავუბრუნოთ ისტორიულ, ძველ თბილისს მისია, წარმოადგენდეს დედაქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას”- განცხადება სოციალურ ქსელში ფბგვერდზე “თბილისური ეზო” ვრცელდება.
ფოტო “თბილისური ეზოდან”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close