პოლიტიკა

„მე უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემ ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა მხარდამჭრებთან“ – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“იმისთვის, რომ მოხდეს განტვირთვა პოლიტიკური კრიზისის, საჭიროა, სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობების. ამისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე და იმ მოთხოვნებით, რომლებიც მან წამოაყენა… მეორე – უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა უამრავი ადამიანის მიმართ…

მესამე – მე უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემ ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა მხარდამჭრებთან, ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იყოს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში და ყველა შემთხვევაში დავუდგები ქართველ ხალხს გვერდზე”, – აცხადებს სააკაშვილი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close