საზოგადოება

მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, რეგიონული პოლიტიკური ლიდერი – სააკაშვილი

ამ სასამართლოს დარბაზში 3 საათით ადრე მომიყვანეს, პროცესი დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს ბევრი დრო – მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, რეგიონული პოლიტიკური ლიდერი და მე მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო და ნამდვილად არ მაქვს კომედიებზე ფუჭად ხარჯვის დრო, 4 საათით ადრე სადღაც სარდაფში მოყუჩებისა და კარგად დამწნილების, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„მომიყვანეთ ხოლმე დროზე და ყველა გამოცხადდეს დროზე, რადგან პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების პატივისცემა, რომელიც გარეთ არის ახლა. ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა და არა ასე მოპყრობა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close