Sliderსაზოგადოება

“მეუფე ნიკოლოზ, რა ჰქვია იმ ღმერთს თქვენ რომ ეთაყვანებით?”

“მეუფე ნიკოლოზ_ რა ჰქვია იმ ღმერთს,თქვენ რომ ეთაყვანებით? სადაა ის ღმერთი,თქვენ რომ გუნდრუკს უკმევთ? საკუთარ თავთან რომ რჩებით მარტო,ნუთუ სადღაც, გულის, გონების ერთ კუნჭულში რომ შემორჩა და სინდისი ჰქვია, აი, ის სინდისი არ გაწუხებთ? წმინდა ტრაპეზზე,უსისხლოდ მსხვერპლშეწირვის აღსრულებისას, ერთხელ მაინც თუ მოგიხსენებიათ კვეთაში იმ არაკაცის მიერ მოკლული, უდანაშაულო ადამიანების, ბიჭების სული? ერთხელ მაინც თუ გტკენიათ გული ციხეებში ნაწამები პატიმრების გვამების დანახვაზე?! წიგნიერი კი ხართ, ეგაა, მხოლოდ, იმ მეცნიერებიდან,ღმერთთან ყველაზე ახლოს რომაა, მთავარი ვერ ისწავლეთ _ ბუნებაში არაფერი იკარგება და ერთ დღეს, თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე, ნამოქმედარსა თუ ნაფიქრალზეც კი, მოგიწევთ პასუხის გება! მაგრამ მანამდე, ჩემს საყვარელ წმინდანს, მარკოზ ეფესელს და მის მრევლს გავიხსენებ, რომელნიც კარგად უწყოდნენ, რომ ეკლესია _ქრისტეს ეს მისტიური სხეული, მარტო თქვენ _ სასულიერო იერარქია კი არა, ჩვენ_მრევლიც ვართ და უჩვენოდ ვერც თქვენ და ვერც ეკლესია ვერ იარსებებს!.. მრევლი უდიდესი ძალაა და სწორედ ამ ძალამ აუჭედა ქრისტეს მოღალატე მღვდელმთავრებს ტაძრის კარი!!! რადგან უსამართლობაა ყველა ბოროტების სათავე, სადაც თქვენ, თქვენივე ნებით დადექით! მე, როგორც ერთ მრევლთაგანს, რომელსაც ეკლესიის სიძლიერისთვის ჩემი მცირე, მოკრძალებული წვლილი გამიღია, სულ არ მაინტერესებს, “რამ” ან “ვინ” გაიძულათ, იუდასთვის თაყვანი გეცათ და ქრისტესთვის _ სიმართლისა და სიყვარულისთვის ზურგში ლახვარი ჩაგეცათ?!
სადაა ის ღმერთი, ახლა, თქვენს ამაზრზენ ფარისევლობას და ორგულობას რომ იტანს???
გისმენდით და მხოლოდ ერთი რამ მაფიქრებდა _ თქვენთვის,ალბათ, ქრისტე,მწიგნობართა და ფარისეველთა მიერ ჯვარზე გაკრული, სიკვდილით სიკვდილზე გამარჯვებული,ჩაგრულთა და მაშვრალთა ცოცხალი ღმერთი კი არა, გამოქვაბულის კედლებზე ამოკაწრული მითიური პერსონაჟია, რომელიც გგონიათ, რომ ვერ ხედავს, მის მცნებებს, შარვალ-კოსტუმივით როგორ ირგებთ ქვაბ-ავაზაკთა გასამართლებლად! მაგრამ… აქვე მახსენდება დავითის ფსალმუნიდან:”ღმერთო, წარსწყმიდე შენ ყოველი, რომელი იტყოდეს სიცრუვესა.. კაცი მოსისხლე და მზაკვარი სძაგს უფალსა..”
წარსაწყმედად კი, ანაფორიანი, მაინც არ მემეტება…” – წერს ფეისბუქზე შორენა სიხარულიძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close