Sliderსაზოგადოება

მეუფე დიმიტრიმ მითხრა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათხოვრად იარო ლონდონის ქუჩებშიო – რას პასუხობს მეუფე ზენონს ბრალდებებზე მეუფე დიმიტრი

“მეუფე დიმიტრიმ მითხრა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათხოვრად იარო ლონდონის ქუჩებშიო. ერთხელ შედგა კონტაქტი, საუბრის საშუალება არ მომცა, ძალიან აფექტური იყო. ასევე გამომიგზავნა შეტყობინებები, რომ თუ არ დატოვებ, უნდა ჩამოხვიდე, შე ასეთო, შე ისეთო, ამას გიზამ, იმას გიზამ. კი, სამწუხაროდ, [სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა]” – განაცხადა მეუფე ზენონმა (იარაჟული) ფორმულას ეთერში.

“ჩვენი მთავარი დანიშნულებაა ამ კონფლიქტში, მრევლის სატკივარი და საჩივარი მიგვეტანა ეკლესიამდე. არ შეიძლება მღვდელმთავარი მრევლს ერთ დღეს ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვდეს და მეორე დღეს ბრბოს ეძახდე, ტაძრიდან აძევებდე, მონატრებულ სამშობლოზე აუგს ეუბნებოდე, პოლიციას აჭერინებდე. ჩვენ ეს მოვახერხეთ, ეკლესიის ყურადღება მივიპყარით იქ არსებულ სერიოზულ პრობლემებზე. კრებაზე დამსწრე მღვდელმთავრებმა (მისმა თანამზრახველებმაც კი) ერთხმად მივიღეთ მისი სამღვდელმთავრო კათედრის დატოვების გადაწყვეტილება. გინდა შეთქმული მეძახოს მთავარეპისკოპოსმა ზენონმა, გინდა მოღალატე.  მრევლის სიხარულის ცრემლი გაცილებით უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე ზენონის უაზრო ამბიციები”. – ნათქვამია მეუფე დიმიტრის პასუხში, რომელსაც ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.

18 ნოემბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული, რომელიც ამ დრომდე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას მართავდა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ შექმნილმა კომისიამ ეპარქიის მართვას ჩამოაშორა და ის მხოლოდ დმანინისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიას უმწყემსთავრებს. მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა საპატრიარქომაც.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close