Sliderსაზოგადოება

“მენტალური აღდგენის პროცესი, გაცილებით უფრო რთულია და შეიძლება თვალხილულად არ მიმდინარეობდეს, ამიტომ საჭიროა დროული ჩარევა” – გვარამია

სააკაშვილი მოითხოვს აუცილებლად და დაუყოვნებლივ, ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი საექიმო საბჭოს შესვლას

სააკაშვილი მოითხოვს აუცილებლად და დაუყოვნებლივ, ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი საექიმო საბჭოს შესვლას – ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა, მენტალური აღდგენის პროცესი, რომელიც გაცილებით უფრო რთულია, დროულ და კვალიფიციურ ჩარევას საჭიროებს, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით:

„სააკაშვილი მოითხოვს აუცილებლად და დაუყოვნებლივ ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი საექიმო საბჭოს შესვლას.

მე არ შემიძლია დიაგნოზის დასმა, თუმცა, როგორც კი პირველადი სისუსტეები, რაც ძალიან ეტყობოდა, ალაგდა, წინა პლანზე წამოვიდა და ნათელი გახდა მისი სტრესული მდგომარეობის ამსახველი ნევრული მდგომარეობა. ყველაზე უფრო მძიმედ ახლაა – მას ეტყობა მეტყველებაზეც, კომუნიკაციაზეც, სიარულზეც და ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანის კომისიაში არიან ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული კონსილიუმის შემოსვლა. მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო მკურნალობა უტარდება. ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა, მენტალური აღდგენის პროცესი, რომელიც გაცილებით უფრო რთულია და შეიძლება ასე თვალხილულად არ მიმდინარეობდეს და ამას ანალიზებით ვერ გავიგებთ ვერასდროს, საჭიროებს დროულ და კვალიფიციურ ჩარევას“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close