პოლიტიკა
„მაქსიმუმ, 2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას“ – ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა მელიას
პარტია „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მალე თავისუფალი იქნება.
„ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს სახლში გამომიარა და განთავისუფლება მომილოცა. ჩემნაირი გამოუსწორებელი ოპტიმისტი იშვიათია, მაქსიმუმ 2 კვირაში შენს სამზარეულოში მოგილოცავ თავისუფლებას“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.