Sliderსაზოგადოება

“მართლა არსად ადგილი აღარაა, გადატენილია საავადმყოფოები, თბილისში ვეღარ ათავსებენ პაციენტებს და ამაზე ნამდვილად არ შეიძლება ითქვას რომ ,,განსაკუთრებული არაფერი ხდება”…

რუსთავის გარდა ადგილი არსად იყო. ასე გამთენიისას დაჩი და მე აღმოვჩნდით რუსთავში. კოვიდის გამო დაჩი იქ არ მიიღო რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს საკმაოდ წუნკალმა ქალბატონმა ექიმმა, არც თბილისში დაგვაბრუნა სასწრაფომ, ამასობაში დაჩის სიცხემ აუწია, გაეყინა კიდურები და ვგრძნობდი, თავს კონტროლს ვეღარ გავუწევდი ძალიან მალე.

სოცქსელის მომხმარებელი სალომე ცისკარაულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში მომხდარის შესახებ წერს:

“აქ არის ძალიან ბევრი ბავშვი, მათი მშობლები მაღალი სიცხით, ხველით, ყელის ტკივილით… ყოველდღიურად ემატებიან. დაჩი და მე კოვიდის ვირუსით ვართ წარმოდგენილები უკვე მეექვსე დღეა.

ბატონ თენგიზ ცერცვაძეს ვუსმენდი ახლა, ვციტირებ მის ნათქვამს: ,,კლინიკები წინა პერიოდთან შედარებით გადატვირთულია, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ყველა პაციენტი ვისაც სჭირდება უპრობლემოდ თავსდება კლინიკაში. ძალიან გამართულად მუშაობს ჯანდაცვის სისტემა…”
მე არ ვიცი რომელ გამართულ სისტემაზე საუბრობს ბატონი ცერცვაძე… ძალიანაც რომ გვინდოდეს, უბრალოდ წარმოუდგენელია მისი ნათქვამის დაჯერება.
3 დღე-ღამე დაჩის 40 სიცხეს დამატებულ სხვა სიმპტომებს ვერაფერი მოვუხერხე და სასწრაფო გამოვიძახე. ნახევარ საათზე მეტი ველოდით თბილისში გამოჩენილიყო ადგილი, სადაც გადაგვიყვანდნენ. ბოლოს შემომთავაზეს მცხეთა ან რუსთავი. ავირჩიე რუსთავი (საუბედუროდ) და ძლივს-ძლივობით გამთენიისას 5 საათისთვის მივაღწიეთ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში. იქ ისეთები მოხდა ცალკე უნდა მოგიყვეთ.
მოკლედ, ასე გამთენიისას დაჩი და მე აღმოვჩნდით რუსთავში. კოვიდის გამო დაჩი იქ არ მიიღო რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს საკმაოდ წუნკალმა ქალბატონმა ექიმმა, არც თბილისში დაგვაბრუნა სასწრაფომ, ამასობაში დაჩის სიცხემ აუწია, გაეყინა კიდურები და ვგრძნობდი, თავს კონტროლს ვეღარ გავუწევდი ძალიან მალე. დანარჩენი მერე იყოს.
ახლა ძალიან გთხოვთ:
პირბადეებით ისარგებლოთ აბსოლუტურად ყველგან. არსებულ სეზონურ ვირუსებში რამდენიმე ვირუსია ერთად წარმოდგენილი, რთულია დამიჯერეთ პატარებშიც და დიდებშიც ეს პროცესი.
ჩემსავით რუსთავში, საჩხერეში ან ჩხოროწყუში რომ არ აღმოჩნდეთ – თქვენივე შესაძლებლობით უპირველესად, გაიკეთეთ კოვიდის სწრაფი ტესტი, რომელიც უფასოა ინფექციურში დილის 10.00-დან 16.00 საათამდე, თუ სწორად მახსოვს, ხვალ კიდევ დავაზუსტებ.
ინფექციურში კეთდება ასევე ა და ბ გრიპის ვირუსებზე სწრაფი ტესტი ღირებულება – 30 ლარი.
ან მე ვერ ვნახე აქტიურობა ამ ვირუსებთან და შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ან შეგნებულად არავინ არაფერს გვეუბნება… მართლა არსად ადგილი აღარაა, გადატენილია საავადმყოფოები, თბილისში ვეღარ ანთავსებენ პაციენტებს და ამაზე ნამდვილად არ შეიძლება ითქვას რომ ,,განსაკუთრებული არაფერი ხდება”.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close