საზოგადოება

მადლობას ვუხდი თბილისის მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, კერძო სექტორს, თითოეულ კომპანიას – კახა კალაძე

გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო, რაც გამოიხატა ორბელიანის მოედანსა და 9 აპრილის ბაღში მისული დამთვალიერებლების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ არა მარტო პატარებს, არამედ ყველა ასაკის დამთვალიერებელს მოეწონა ჩვენი „საახალწლო სოფელი“, რაც განსაკუთრებით მახარებს.

თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებების ჩატარებაში ჩართულ მერიის თანამშრომლებს, კერძოს სექტორსა და შსს-ს თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„2023 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახლახან დასრულდა და მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველას ვინც ჩართული იყო პროცესში და ყველაფერი გააკეთა, რომ თბილისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს სადღესასწაულო დღეები საინტერესოდ და ხალისიანად გაეტარებინათ.

გარდა ამისა, მადლობას ვუხდი კერძო სექტორს, რომელიც, როგორც წინა წლებში, წელსაც აქტიურად მონაწილეობდა საახალწლო სამზადისში და ქალაქის მთავრობასთან ერთად, თბილისის სხვადასხვა პარკისა და სკვერის მორთვაზე იზრუნა. მადლობა თითოეულ კომპანიას და იმედი მაქვს, მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება მათი რიცხვი. ესაა ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაც ჩვენი მოქალაქეების და ქალაქის წინაშე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ზრუნავდა ჩვენს მოქალაქეებზე და გვეხმარებოდა საახალწლო ღონისძიებებში.

გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო, რაც გამოიხატა ორბელიანის მოედანსა და 9 აპრილის ბაღში მისული დამთვალიერებლების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ არა მარტო პატარებს, არამედ ყველა ასაკის დამთვალიერებელს მოეწონა ჩვენი „საახალწლო სოფელი“, რაც განსაკუთრებით მახარებს“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close