საზოგადოება

„მაგარი საინტერესო ვინმეა, თანამშრომლობს ოცნების სუსთან, ინფორმაციას უგზავნის რუსებს, ხელს აწერს სააკაშვილის განთავისუფლების პეტიციას“

ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„ეს მეუფე ნიკოლოზი მაგარი საინტერესო ვინმეა, თანამშრომლობს ოცნების სუსთან, ინფორმაციას უგზავნის რუსებს, ხელს აწერს სააკაშვილის განთავისუფლების პეტიციას.
აქ თუ ვინმე ფაზლს ააწყობთ, გამიზიარეთ. მე ვერაფერს მივხვდი“ – წერს არჩილ გამზზარდია.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმაც მოაწერა ხელი. როგორც სასულიერო პირმა  განუცხადა, ქვეყნის განვითარებისთვის უმჯობესია, ქვეყნის პირველმა პირებმა წინა პირველი პირები ციხეში არ ჩასვან.

“მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ასე ჯობია, რომ მოქმედმა პირველმა პირმა წინა პირველი პირები არ ჩასვას ციხეში. თვითონ ეს პრინციპი არამგონია სწორი, რომ მერე შემდეგმა პირველმა პირმა ახლანდელი პირველი პირი არ ჩასვას ციხეში. ასე მგონია”, — ამბობს ფაჩუაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close