პოლიტიკა

ლუკაშენკო არის ძალიან ვირეშმაკა, არცთუ ისე უჭკუო, ეს შეიძლება იყოს ვაჭრობა დასავლეთთან, სანქციები შემიმსუბუქეთ თორემ ვაღიარებ, ასეთი ვაჭრობები გაუვიდა რამდენჯერმე – ნათელაშვილი

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ლუკაშენკო არის ძალიან ვირეშმაკა, არცთუ ისე უჭკუო. ყოველ შემთხვევაში მოახერხა ის, რომ ილავირა ამდენი ხანი, ეკონომიკა შეინარჩუნა, სოციალური პრობლემები გადაჭრა, იქითაც ითამაშა, აქეთაც ითამაშა რაც შეეძლო. ახლა ორიგინალურ მდგომარეობაში ჩავარდა, უკრაინის ომში თან მონაწილეობს, თან არ მონაწილეობს.

აფხაზეთში მისი ვოიაჟის მიზანი, შეიძლება იყოს მრავალმხრივი და ჩვენ მაქსიმალურად მნიშვნელოვანი მომენტები უნდა გავთვალოთ. ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი იმისა, რომ ბელორუსი აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას. შეიძლება იყოს ვაჭრობა დასავლეთთან ლუკაშენკოსგან, სანქციები შემიმსუბუქეთ თორემ ვაღიარებ, ასეთი ვაჭრობები გაუვიდა რამდენჯერმე.

ლუკაშენკო თავისი პრაგმატული ინტერესებით მოქმედებს. ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც ყველაზე  ცუდია და ღმერთმა ნუ ქნას, შეიძლება იყოს, რომ პუტინს აქვს სურვილი მოაქციოს აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთთან მისაერთებელი სუბიექტების რიგში უკრაინის ოლქებთან ერთად“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close