პოლიტიკა

ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი პუტინის დავალებაა. პუტინს სჭირდება შიგნით პატარ-პატარა გამარჯვების ჩვენება – ჯაფარიძე

მაშინ, როდესაც მტერი არის ყველაზე სუსტ მდგომარეობაში,  შენი პოზიციები უნდა იყოს სულ უფრო და უფრო პრინციპული და უნდა იყო უფრო და უფრო მომთხოვნი. ეს არის პოლიტიკის ანბანი. დღეს რუსეთი არის ყველაზე სუსტი და ამის არ გამოყენება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის დანაშაული.

„დღეს რუსეთი არის ყველაზე სუსტი და ამის არ გამოყენება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის დანაშაული“ – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

„ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი პუტინის დავალებაა. პუტინს სჭირდება შიგნით პატარ-პატარა გამარჯვების ჩვენება. რაც ხდება არის კატასტროფა, მათ შორის, არის პირდაპირი ჩავარდნა ჩვენი ე.წ დეოკუპაციის პოლიტიკის. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არის დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამაზე არის ჩამოკიდებული ნატოს საკითხი და ამ ქვეყნის სწრაფი განვითარება.

მაშინ, როდესაც მტერი არის ყველაზე სუსტ მდგომარეობაში,  შენი პოზიციები უნდა იყოს სულ უფრო და უფრო პრინციპული და უნდა იყო უფრო და უფრო მომთხოვნი. ეს არის პოლიტიკის ანბანი. დღეს რუსეთი არის ყველაზე სუსტი და ამის არ გამოყენება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის დანაშაული“, – აცხადებს „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close