საზოგადოება

„ლოქდაუნის დროს ყველას უნდა მისცეთ უფლება იტაქსაოს, ამით ორ კურდღელს დავიჭერთ“

გამკაცრებული შეზღუდვების პირობებში, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მერიას ფერადი ავტომობილებისთვის ტაქსაობის უფლების მიცემას სთავაზობს:

„კალაძემ, ლოქდაუნის დროს საათობრივი პარკინგი აღარ იქნებაო. ეს კი კარგია, მაგრამ ასევე აცილებლად უნდა მოიხსნას შეზღუდვა ტაქსებზე, თეთრი რომ უნდ იყოს აუცილებდლად.
ისე უსინდისო ტარიფები დადეს ტაქსების კომპანიებმა, აქოდა, მოთხოვნა გაიზარდაო რომ ლოქდაუნის დროს ყველას უნდა მისცეთ უფლება იტაქსაოს. ამით ორ კურდღელს დავიჭერთ: მათხოვარ კომპანიებს ჭკუას ვასწავლით და ბევრ სამსახურდაკარგულს დროებით შემოსავალს გავუჩენთ.
ჰო, კიდევ. საზ. ტრანსპორტის გაჩერების პირობებში ბასლაინები უქმადაა და დავუშვათ იქ მანქანების მოძროაბა.
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
Manana Toqmajishvili

მიაწვდინე ხმა მერსა“ – წერს მერაბ მეტრეველი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close