მსოფლიო

ლიბანში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

ლიბანში მასშტაბური აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას „როიტერი“ წითელი ჯვარზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანია მოყოლილი.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 4 აგვისტოს ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები. ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close