სამართალი

ლევან ზურაბაშვილის ინტერესებს ადვოკატი ირმა ჭკადუა დაიცავს

თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის ინტერესებს ადვოკატი ირმა ჭკადუა დაიცავს. ამის შესახებ განცხადება მან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ასეთი ადეკვატური და საჭირო მოთხოვნები არ ქონია არცერთ პოლიტიკოსს არც პოზიცას და არც ოპოზიცას…ააყვავეს სააფთიაქო ბიზნესი გაამდიდრეს გაჭირებული ხალხის ხარჯზე ოქრიაშვილი და კურტანიძე ..ბანკებში რაც ხდება ყველამ ვიცით და აზარტულმა თამაშებმა რომ დაღუპა თაობა ესეც არახალია….“ – წერს ადვოკატი ფეისბუქის პირად გვერდზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close