მსოფლიო

კუნძული, სადაც COVID-19-მა ვერ შეაღწია – მეცნიერები მიზეზებს იკვლევენ

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას 2020 წლის 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვირუ­სით 96,6 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, ხოლო 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი გარ­და­იც­ვა­ლა. არ დარ­ჩე­ნი­ლა ქვე­ყა­ნა და სო­ცი­ა­ლუ­რი ფენა, რო­მელ­ზეც პან­დე­მი­ამ გავ­ლე­ნა არ მო­ახ­დი­ნა.

ასეთ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში იტა­ლი­ა­ში არის კუნ­ძუ­ლი, რომ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბიც COVID-19-ის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მდგრა­დე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ არა­ფე­რი ყო­ფი­ლა ჩა­კე­ტი­ლი და ზა­ფხულ­შიც ტუ­რის­ტე­ბის ნა­კადს იღებ­დნენ, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი არ ვლინ­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ news-medical.net წერს.

სა­უ­ბა­რია ტოს­კა­ნას რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე კუნ­ძულ ჯი­ლი­ო­ზე, სა­დაც ვირუ­სის 1 შემ­თხვე­ვა ჯერ ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მოვ­ლინ­და, ხოლო შემ­დეგ, ახა­ლი წლის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, 12 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აღ­წე­რეს და რო­გორც იტა­ლი­უ­რი მე­დია წერს, ამ­ჟა­მად კონ­ტაქ­ტე­ბის კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იმ ფაქ­ტმა, რომ იტა­ლი­ა­ში ვირუ­სის აფეთ­ქე­ბის დრო­საც კი კუნ­ძულ­ზე COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბი არ ვლინ­დე­ბო­და, ეპი­დე­მი­ო­ლოგ­თა ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია და აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი კვლე­ვის ობი­ექ­ტი გახ­და. მეც­ნი­ე­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ იმით, თუ რა­ტომ არ ვრცელ­დე­ბა ვირუ­სი კუნ­ძუ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­ში.

ექ­სპერ­ტებ­მა 2020 წლის 29 აპ­რი­ლი­დან 3 მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში ჩა­ა­ტა­რეს სე­როპ­რე­ვა­ლენ­ტუ­რი კვლე­ვა და შე­სა­ბა­მი­სი ტეს­ტი ჩა­უ­ტა­რეს კუნ­ძუ­ლის 723 მა­ცხოვ­რე­ბელს (2019 წლის აღ­წე­რის მი­ხედ­ვით, ჯი­ლი­ო­ში სულ 1400 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს). მათ შო­რის ვირუ­სი გა­და­ტა­ნი­ლი არა­ვის არ აღ­მო­აჩ­ნდა. ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტად ვერ ასა­ხე­ლე­ბენ, თუ რა­ტომ არი­ან იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის მი­მართ მდგრა­დე­ბი.

მკვლე­ვარ­თა ნა­წი­ლის აზ­რით, კუნ­ძულ­ზე არ­სე­ბუ­ლი სუფ­თა ჰა­ე­რი და და­უ­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი გა­რე­მო გა­დამ­წყვეტ როლს თა­მა­შობს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა­ში. ექ­სპერტთა მტკი­ცე­ბით, უნდა იყოს შეს­წავ­ლი­ლი კუნ­ძუ­ლის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, კლი­მა­ტუ­რი და მიკ­რო­ე­კო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი, რათა ზუს­ტად დად­გინ­დეს, რის გამო არ ვრცელ­დე­ბა იქ ვირუ­სი ისე, რო­გორც მსოფ­ლი­ოს სხვა ად­გი­ლებ­ში.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი ასე­ვე მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ჯი­ლი­ოს მა­ცხოვ­რებ­ლებს შე­საძ­ლოა, ჰქონ­დეთ ჯვა­რე­დი­ნი იმუ­ნი­ტე­ტი და ეს ას­რუ­ლებ­დეს გა­დამ­წყვეტ როლს ვირუ­სი­სად­მი აშ­კა­რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში.

წყარო: ambebi.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close