სხვადასხვა

კულინარიის გენიოსები – გაიცანით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და წარმატებული მზარეულები (ფოტო)

თითქოს მზარეულის პროფესია არც ყველაზე პრესტიჟულია და არც ყველაზე მაღალანაზღაურებადი, მაგრამ ნიჭიერმა მზარეულებმა შეძლეს საკუთარი პროფესია ნამდვილ ხელოვნებად ექციათ. ზოგი მათგანის სახელს მთელი მსოფლიო იცნობს, მათი ყოველთვიური შემოსავალი ასიათასობით დოლარს და ხშირად, მილიონებსაც აღწევს. სამზარეულოს ამ ჯადოქრებს შეუძლიათ რესტორნის შემთხვევითი სტუმარი მუდმივ და ერთგულ კლიენტად აქციონ, ისინი საკუთარი სატელევიზიო შოუების წამყვანები არიან, მათზე იღებენ ფილმებს…
ვინ არიან კულინარიის გენიოსები, რომლებმაც მსოფლიოს გაოცება შეძლეს?

ტომ კოლიჩიო (ყოველთვიური შემოსავალი 83 000 $)

Том Количчо. / Фото: www.nypost.com

ნიუ-იორკში მდებარე ტავერნა „Gramercy“- ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ოდესღაც უბრალო შეფ-მზარეული იყო. მოგვიანებით,  რესტორნის თანამფლობელი გახდა. პოპულარობა რეალითი-შოუში „Top Chef“ მონაწილეობამ მოუტანა. ამჟამად, აშშ-ში ლუქს-კლასის რამდენიმე რესტორნის მფლობელია და მისი რეცეპტების წიგნზე უზარმაზარი მოთხოვნაა. ცნობისთვის, ტომ კოლიჩიომ მზარეულობა ბებიას კულინარიის რვეულიდან ისწავლა.

ტომ კოლიჩიოს დევიზი – სრულყოფილება სიმარტივეშია

გაი ფიერი (ყოველთვიური შემოსავალი 33 000 $)

Гай Фиери. / Фото: www.foodandwine.com

ცნობილმა ტელეწამყვანმა და კალიფორნიაში სამი რესტორნის თანამფლობელმა სახელი იმით გაითქვა, რომ ამერიკულ კულინარიულ გადაცემებში ხმაურიანი მასობრივი კულტურის ელემენტები შეიტანა. განსაკუთრებული პოპულარობა ტელეშოუში „The Next Food Network Star“ გამარჯვებამ მოუტანა. ამერიკული გამოცემა „The New York Times“ – ის აზრით, ფიერის კულინარიული შოუ განსაკუთრებით, მამაკაცებს მოწონთ.

ნეპალური პელმენები

ბობი ფლაი (ყოველთვიური შემოსავალი 375 000 $)

Бобби Флай. / Фото: www.wallofcelebrities.com

ამერიკული რესტორნების მფლობელი, კულინარიული რეალითი-შოუების მონაწილე და ცნობილი შეფ-მზარეული. ბობი ფლაი სარესტორნე საქმიანობის გარდა, საკუთარი, ორიგინალური რეცეპტების წიგნის გამოცემითაც არის დაკავებული და აქედან სოლიდურ შემოსავალს იღებს. კულინარიულ ხელოვნებაში მოპოვებული უამრავი ჯილდოს გარდა, შეფ პოვარი ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ვარსკვლავის მფლობელიც გახლავთ.

ნობუკი მაცუშიმა (ყოველთვიური შემოსავალი 420 000 $)

Нобуки Матсушима. / Фото: www.twimg.com

ცნობილი რესტორატორი და სუშისტი-მზარეული ცნობილი შერეული (ფიუჟენ) სამზარეულოს დამსახურებით გახდა. ის თავის კერძებში კლასიკურ იაპონურ მოტივებს არგენტინული და პერუანული სამზარეულოების ინგრედიენტებს უთავსებს. შეფი იაპონიაში, პერუსა და არგენტინაში მუშაობდა და დღემდე იყენებს დაგროვილ გამოცდილებას ლოს-ანჯელესში, სადაც ამჟამად მოღვაწეობს. პირველივე რესტორნის გახსნისთანავე, ნობუიუკი ქვეყნის საუკეთესო მზარეულების ათეულში მოხვდა. დღეს ყველა კრიტიკოსი და მაღალი სამზარეულოს მოყვარული აღნიშნავს, რომ ეს მზარეული ქმნის კერძებს, რომლის ანალოგი არ არსებობს.

ცნობისთვის მაცუშიმას რესტორნებში გაქრობის პირას მყოფი თევზის – ცისფერი თინუსის კერძებს ამზადებენ.

თოდ ინგლიში (ყოველთვიური შემოსავალი 455 000 $)

Тод Инглиш. / Фото: www.accessonline.com

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მზარეული როტშილდების კლანისა და მონტე-კარლოს არისტოკრატიის კეთილგანწყობით სარგებლობს. მას ტელეარხზე PBS ჰქონდა საკუთარი კულინარიული შოუ „მოგზაურობა თოდ ინგლიშთან ერთად“, ასევე იყო შეფი კულინარიულ შოუზე „Cooking Under Fire“. ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე ათეულ რესტორანს ფლობს.

ალენ დიუკასი (ყოველთვიური შემოსავალი 495 000 $)

Ален Дюкасс. / Фото: www.vanidades.com

ალენ დიუკასმა ბორდოს ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში დამხმარედ მუშაობიდან ცნობილ შეფ-მზარეულამდე გრძელი გზა გაიარა. ის პროვანსული სამზარეულოს სპეციალისტი და წარმატებული რესტორატორი გახლავთ. დიუკასის რესტორნები ტოკიოში, მონაკოში, პარიზში, ნიუ იორკსა და ბეირუთში მდებარეობს. სწორედ ალენის დამსახურებაა, რომ მაღალი წრეების სამზარეულო გაცილებით მარტივი და გასაგები გახდა ადამიანებისთვის, რომლებიც ბოჰემისგან შორს არიან.

ალენ დიუკასის ფილოსოფია გახლავთ ტრადიციებზე დაფუძნებული შემოქმედება. დღესდღეობით იგი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს – საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელია.

პაულა დინი (ყოველთვიური შემოსავალი 705 000 $)

Паула Дин. / Фото: www.blogspot.com
ამერიკელი შეფ-მზარეული, რესტორატორი, მწერალი და ტელეწამყვანი. პაულა ცნობილია თავისი კარაქისა და შაქრის რეცეპტებით. ქალბატონმა შეფმა გამოსცა 14 რეცეპტების წიგნი, მათ შორის, ყველაზე ცნობილი „Southern Cooking Bible“. პაულა დინი როგორც ტელეწამყვანი, „ემის“ მფლობელი გახდა, ხოლო 2020 წელს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მზარეულების რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა.

ვოლფგანგ პაკი (ყოველთვიური შემოსავალი 750 000 $)

Вольфганг Пак. / Фото: www.kto-chto-gde.ru

ავსტრიული წარმოშობის შეფ-მზარეული ცნობილი გახდა კერძების მომზადების არასტანდარტული მიდგომით. ვოლფჰანგ პაკს აშშ-ში, იაპონიასა და კანადაში 20-ზე მეტი რესტორანი აქვს, ასევე რამდენიმე კულინარიული ბრენდი, მათ შორის ჩუტ და ფასთფუდის ქსელი. მისი ორიგინალური ბუტერბროდები მსოფლიოს უმსხვილეს აეროპორტებში იყიდება.

პაკი გრანდიოზულ ვახშმებს აწყობს კინოპრემიერებისთვის, მოდების ჩვენებებისთვის. სწორედ ვოლფჰანგ პაკია პასუხისმგებელი ოსკარის დაჯილდოების შემდგომ გამართულ ვახშამზე. შეფ-მზარეულმა 6 კულინარული წიგნი გამოსცა, აწარმოებს ნახევარფაბრიკატებს და სამზარეულოს მოწყობილობას.

რეიჩეილ რეი (ყოველთვიური შემოსავალი 975 000 $)

Рейчел Рэй. / Фото: www.rachaelray.com

ვინ თქვა, რომ ქალებს დიდ ბიზნესში და კულინარიაში არაფერი ესაქმებათ? რეიჩელ რეიმ 2008 წელს რესტორნების ქსელ “EVOO”-ს დახმარებით გაზარდა თავისი წლიური მოგება საწყისი $18 მილიონიდან $25 მილიონამდე. გაუთავებელი ლაპარაკი დღის გადაცემებში, 20 საავტორო კულინარიული წიგნი და მრავალი ჟურნალი – ამ შეფ-მზარეულ ქალბატონს ესმის, რომ დიდი თანხის მხოლოდ მარჯვე ხელებით გამომუშავება შეუძლებელია.

გორდონ რამზი (ყოველთვიური შემოსავალი 1,5 მლნ $)

Гордон Рамзи. / Фото: www.smak.ua

ცნობილი კულინარული ტელეპროგრამების “ჯოჯოხეთური სამზარეულო”, “დუღილის წერტილი”, “კოშმარები რამზის სამზარეულოში” ავტორი და წამყვანი. სატელევიზიო კარიერის მიღმა, რამზი 10 რესტორნისა და 3 ბარის მფლობელია ინგლისში, ასევე 12 რესტორნის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მზარეულის პირველმა რესტორანმა – Gordon Ramsay at Royal Hospital Road – გახსნიდან 3 წელიწადში მიშლენის 3 ვარსკვლავი მიიღო. სხვა რესტორანმა Pétrus კი გახსნიდან 1 წელიწადში მიშლენის 1 ვარსკვლავი. ასევე გორდონ რამზი არაერთი წიგნის ავტორია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ბესტსელერი გახდა.

ჯეიმი ოლივერი (ყოველთვიური შემოსავალი 2,5 მლნ. $)

Джейми Оливер. / Фото: www.twimg.com

ბრიტანელი რესტორატორი, შეფ-მზარეული, შოუმენი, ცნობილია როგორც “შიშველი მზარეული”. სწორედ ამ სახელწოდებით გამოვიდა მისი პირველი სატელევიზიო გადაცემა და შემდგომ ერთ-ერთი პირველი წიგნი ჯანსაღ და გემრიელ კვებაზე. ჯეიმი აქტიურად იბრძვის ერის სიჯანსაღისთვის, მიიჩნევს, რომ სწორედ ბრიტანელების კულინარული მისწრაფებებისგან იწყება იგი. წიგნები, სატელევიზიო გადაცემები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოსვლები – ეს გახლავთ ჯეიმის უდიდესი წვლილი ჯანსაღი კვების მსოფლიო ფილოსოფიაში. ოლივერი სამეფო სამედიცინო კოლეჯის საპატიო სტიპენდიანტია, ასევე ის საფეხბურთო კლუბის “მანჩესტერ სითის” შეფ-მზარეული გახლავთ.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close