მსოფლიო

კორონავირუსი შეიძლება სხვა ვირუსმა დაამარცხოს – ამერიკელი მეცნიერების აღმოჩენა

ამერიკელმა მეცნიერებმა ლაბორატორიულად შექმნეს ვირუსი, რომელიც მათი აზრით, ვაქცინის სახით იმოქმედებს კორონავირუს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ. მათ უკვე გამოსცადეს შექმნილი ვირუსი კორონავირუსით MERS (ახლო აღმოსავლური რესპირატორული სინდრომი) დასნებოვნებულ თაგვებზე. ექსპერიმენტის შედეგებით იმედოვნებენ, რომ ვირუსი ეფექტური აღმოჩნდება ახალი კორონავირუსის სამკურნალოდაც.

საუბარია გენურ-ინჟინერულ ვირუსზე S-ცილის ფრაგმენტებით. ამ უკანასკნელით ხდება კორონავირუსის დაკავშირება უჯრედის ზედაპირის რეცეპტორებთან და შიგნით შეღწევა. ექსპერტებმა აიღეს ადამიანისთვის უსაფრთხო ძაღლის პარაგრიპი 5 (PIV5)-ის ვირუსი და ჩანერგეს გენები, რომლებიც დაინფიცირებულ უჯრედებს კორონავირუსის შემადგენელის ანალოგიური S-გლიკოპროტეინის პროდუცირებას აიძულებს. როგორც ტესტებმა აჩვენა, ვირუსის ერთჯერადმა ინტრანაზალურმა შეყვანამ დაინფიცირებულ უჯრედებს S-ცილის გამოყოფა აიძულა, რამაც მასპინძლის ორგანიზმის იმუნური პასუხის პროვოცირება მოახდინა.

ვაქცინის შეყვანიდან 4 კვირის შემდეგ, ცხოველებს ასნევბოვნებდნენ ახლო აღმოსავლური რესპირატორული სინდრომის (MERS) ვირუსით. შედაგად ვაქცინა მიღებულმა ცხოველებმა საკონტროლო ჯგუფისგან განსხავებით (რომელთაც კუნთში გაუკეთდა სხვა ვაქცინა), არა მარტო გადაიტანეს სასიკვდილო ინფექცია, არამედ ანთების დონის მატებაც კი არ აღენიშნებოდათ.

მკურნალი გე

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close