საზოგადოება

კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას, 11 ქობულეთს, სამი ქედას, ერთი შუახევს, 34 თბილისს, 11 იმერეთს, ოთხი ქვემო ქართლს უკავშირდება. ასევე, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ახალი ინფიცირებულებიდან სამი გურიასთან, ერთი შემთხვევა კი კახეთთან არის დაკავშირებული.

„კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაგვემატა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში გვაქვს 3 019 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: აჭარა არის 129, აქედან 114  ბათუმს უკავშირდება, ქობულეთი- 11,  ქედა – სამი, შუახევი – ერთი. თბილისში არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში – 11, ქვემო ქართლში რუსთავის სახით ოთხი, გურიაში სამი, ერთი შემთხვევა კი კახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსისგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში განკურნებულთა პროცენტული მაჩვენებელი 46-ია.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მხოლოდ 13-ით გაიზარდა. იყო 1 422 და არის 1 435. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 46 პროცენტია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close