მსოფლიო

კორონავირუსის ახალი შტამის გამო დიდი ბრიტანეთი იზოლაციაში ექცევა

კოვიდ-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი შტამი VUI-202012/01 70% უფრო გადამდებია, ვიდრე აქამდე გამოვლენილი ვერსია. მეცნიერები აგრძელებენ ვირუსზე დაკვირვებას, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი შტამი უფრო საშიშია ვიდრე წინა. ვითარებაში სრულად გარკვევამდე, ბრიტანეთი ერთგვარ იზოლაციაში ექცევა.

ინდოეთმა, პოლონეთმა, შვეიცარიამ, ჰონ კონგმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ირალიამ, ჰოლანდიამ, ავსტრიამ, ირლანდიამ, ბელგიამ, ისრაელმა, კანადამ და რუსეთმა ბრიტანეთთან საზღვრები ჩაკეტა, რათა არ მოხდეს ვირუსის ახალი შტამის უფრო ფართოდ გავრცელება. ახალი შტამით ინფიცირების 11 შემთხვევა ბრიტანეთის გარეთ უკვე დაფიქსირდა, მათ შორის, ერთი იტალიაში და ორი ავსტრიაში. ახალ შტამს აქტიურად სწავლობენ იაპონიაში და სამხრეთ კორეაში.

საფრანგეთმა რამდენიმე დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთთან საზღვარი სრულად ჩაკეტა, რაც ვაჭრობის საკითხებს უფრო ართულებს. ათობით სატვირთო ავტომობილი საზღვრიდან მოაბრუნეს.

ახალი შტამის გავრცელების გამო ბრიტანეთი შეზღუდვებს ამკაცრებს. ამ ფონზე, ეკონომიკური კრიზისი მწვავდება. ბოლო დღეებში ბრიტანული ფუნტი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 2.5%-ით გაუფასურდა, რეკორდულ მინიმუმზე დაეცა სახელმწიფო ობლიგაციებიც ღირებულებაც.

კოვიდ19-ის გამომწვევი ახალ შტამში 23 განსხვავებული ცვლილება შეინიშნება. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ცვლილებები ვირუსს აძლევს საშუალებას უფრო სწრაფად გავრცელდეს.

„ამერიკის ხმა“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close