სხვადასხვა

კონსერვანტების გარეშე – რატომ აღარ აწარმოებენ ნატურალურ პროდუქტებს, რომლებიც ყველას უყვარდა?

საბჭოთა პერიოდში მცხოვრებ ადამიანებს ხშირად უყვართ გახსენება „იმ დროს“  რა და როგორ იყო. იხსენებენ ცუდსაც და კარგსაც, მაგალითად, პროდუქტების დეფიციტს და კარაქის ტალონებით ყიდვას და  ეკოლოგიურად სუფთა საკვებსაც, რომლის პოვნა დღეს შეუძლებელია.

„ჩიტის რძე“ ტკბილეული, რომელიც ერთგვარ ვალუტად იქცა და მწვანე „ტარხუნა“, რომელიც კოკა-კოლამ ჩაანაცვლა

ცნობილი კანფეტი „ჩიტის რძე“ საბჭოთა კავშირში 1968 წელს, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც კვების მრეწველობის მინისტრი ზოტოვი ჩეხეთიდან დაბრუნდა. მან ევროპაში გემრიელი ტკბილეული დააგემოვნა და გადაწყვიტა, რომ ის სამშობლოშიც ეწარმოებინათ. ჩატარდა კონკურსი, რომლის გამარჯვებული ვლადივოსტოკელი კონდიტერი ანა ჩულკოვა გახდა. მალე მაღაზიებში უგემრიელესი კანფეტების გაყიდვა დაიწყო, მაგრამ „ჩიტის რძის“ ყიდვა არც ისე მარტივი იყო. ეს იყო ერთგვარი ტკბილი ვალუტა, რომელიც დეფიციტური ალკოჰოლის ბოთლს გაუთანაბრდა. რა თქმა უნდა, ამ დასახელების ტკბილეული დღესაც  არსებობს, მაგრამ მისი გემო ძალიან განსხვავდება სსრკ-ში წარმოებულისგან და მასზე მოთხოვნაც მცირეა.

Коробка «Птичьего молока» была отличным подарком. /Фото: static.tildacdn.com

საბჭოთა გაზიანი სასმელების სიმბოლო წარმოუდგენლად არომატული„ტარხუნა“ იყო, რომელსაც ზურმუხტისფერი ფერი და ბუნებრივი ინგრედიენტები ჰქონდა. როდესაც მაღაზიის თაროებზე პეპსი კოლა გამოჩნდა, „ტარხუნა“ ნელ-ნელა ყველა მიავიწყდა და თანდათან, მისი წარმოება გაუქმდა. როდესაც მწარმოებლებმა მიხვდნენ, რაც გააკეთეს, უკვე გვიან იყო. მე -20 საუკუნის ბოლოს დაიწყო სასმელის ანალოგების გამოჩენა, მაგრამ უნიკალური გემოს გამეორება ვეღარ მოხერხდა. მომხმარებელს კი დიდი რაოდენობით არომატიზატორები და საღებავი აღარ მოეწონა.

არყის წვენი შუშის ქილაში და ბურახი

ბურახი ყოველთვის ნაციონალურ სასმელად ითვლებოდა და  დიდი რაოდენობით მზადდებოდა. მხოლოდ 1985 წელს ქვეყანაში 55 მილიონი დეკალიტრი ბურახი აწარმოეს. აღსანიშნავია, რომ ბურახის პასტერიზაცია არ ხდებოდა, ანუ დუღილი ბუნებრივი იყო. სასმელი ქვეყანაში უდიდესი მოთხოვნით სარგებლობდა და ბურახის მანქანებთან ყოველთვის ხალხის რიგი იდგა.

მე -20 საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ბურახის წარმოება მკვეთრად შემცირდა. პროდუქტს ქიმია დაუმატეს, თუმცა იგივე გემოს მიღწევა,რაც საბჭოთა კავშირში იყო, არ გამოვიდა. მოგვიანებით, ბურახის ჩამოსხმა ხის კასრების ნაცვლად, პლასტმასის ჭურჭელში დაიწყეს, თუმცა ესეც არ იკმარეს – გადაწყდა პასტერიზაციის და კონსერვანტების გამოყენება. ეკოლოგიურად სუფთა სასმელი, რომელიც 6 კაპიკად იყიდებოდა, სამუდამოდ გაქრა. თუმცა, არა მხოლოდ ის..

Соки продавали в банках и разливали: можно было взять стаканчик и тут же выпить. /Фото: fresher.ru

დღეს ადამიანები ძალიან ხშირად ეძებენ მინის ქილებში ჩამოსხმულ ნატურალურ წვენებს, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ყურადღებას არავინ აქცევდა. მაგალითად, არყის წვენი ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ დიდი მოთხოვნით არასოდეს სარგებლობდა. იმ დროს უცხოური სტიკერები და ეგზოტიკური ხილი უფრო ფასობდა. XXI საუკუნეში, როდესაც ნატურალურ პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა,  ტექნოლოგიები ისე შეიცვალა, რომ მათი აღდგენა შეუძლებელია. დღეს კენკრისა და ხილისგან კონცენტრატები მზადდება და მათ წყლით აზავებენ. მწარმოებლები აცხადებენ, რომ ნატურალური პროდუქტის გემო უცვლელი რჩება, მაგრამ მათ, ვინც თავის დროზე ნატურალური წვენების დაგემოვნება მოასწრო, ამაზე მხოლოდ ეღიმებათ.

კისელი

ეს ნახევარფაბრიკატი ჯარის წყალობით გაჩნდა, რადგან კვების მრეწველობა მთლიანად ორიენტირებული იყო მის მომარაგებაზე. მალე  სასმელი ფართოდ გავრცელდა სასადილოებში ქარხნებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. მომზადების წესი ძალიან მარტივი იყო – კისელის ბრიკეტს ხსნიდნენ, წყალს ამატებდნენ და დაახლოებით, 10 წუთი ადუღებდნენ. დროთა განმავლობაში, ხილისა და კენკრის ექსტრაქტები არომატიზატორებმა ჩაანაცვლა და კისელმა თავისი მომხიბვლელობა დაკარგა.

Дети грызли кисель вместо чипсов. /Фото: i.pinimg.com

ხორცის კონსერვი ანუ ე.წ. ტუშონკა კიდევ ერთი ლეგენდარული პროდუქტია. ის რუსეთში XIX საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, მაგრამ განსაკუთრებით, პირველი მსოფლიო ომის დროს გავრცელდა. უგემრიელეს „ტუშონკას“ ხშირად იყენებდნენ ოჯახური კერძების მოსამზადებლად, აგრეთვე სასადილოებში. დღეს ზოგიერთი დიასახლისი ცდილობს ხორცის ჩაშუშულის კონსერვი საბჭოთა კავშირის დროინდელი რეცეპტით მოამზადოს, მაგრამ არაფერი გამოსდის, რადგან ძველ რეცეპტს ძალიან ბევრი ახალი დანამატი, კონსერვანტი, არომატის გამაძლიერებელი და სხვა არასაჭირო ნივთიერება დაემატა.

Тушенка купить в Симферополе | Товары для дома и дачи | Авито

ძეხვები „საექიმო“ და „მოსკოვური“

დასავლეთში მოგზაურობიდან დაბრუნებული საბჭოთა ადამიანები გაოცებულები ყვებოდნენ, რომ კაპიტალისტური ქვეყნების სასურსათო მაღაზიებში სულ მცირე, 200 სახეობის ძეხვი იყიდება. ამ დროს, საბჭოთა კავშირში მხოლოდ რამდენიმე სახეობის მოხარშული ძეხვისა და შებოლილი ძეხვის, ე.წ. სერველატის შოვნა შეიძლებოდა. დღეს ყველაფერი შეიცვალა – სუპერმარკეტებში თითქმის ყველაფერია, მაგრამ პოპულარული საბჭოთა ძეხვეული გაქრა. არა, რა თქმა უნდა, ძველი დასახელება არსებობს, მაგრამ პროდუქტის გემო სრულიად სხვაა. ძველი თაობა ამტკიცებს, რომ მოხარშული ძეხვის თანამედროვე ვერსია ისეთი გემრიელი აღარაა, როგორც სოციალიზმის დროს იყო.

Видов колбасы было не много, зато она была вкусная. /Фото: pbs.twimg.com

იგივე მოხდა ცნობილი „საექიმოს“ შემთხვევაშიც. პროდუქტის ორიგინალური რეცეპტი XX საუკუნის 30-იან წლებში შემუშავდა და მისი გამოყენება საავადმყოფოებსა და სანატორიუმებში იგეგმებოდა. ძეხვის შემადგენლობაში 70% ღორის ხორცი, 25% საქონლის ხორცი, 3% ქათმის კვერცხი და 2% რძე შედიოდა, მაგრამ სამოციან წლებში თაღლითობამ იმატა. თავიდან პროდუქციის წარმოებისას, რჩეული ხორცის ნაცვლად, ტყავისა და ხრტილების გამოყენება დაიწყეს, შემდეგ ფქვილი დაუმატეს, თუმცა არაუმეტეს 2%. ძეხვის გემო მთლიანად იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რამდენად კეთილსინდისიერი იყო ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელობა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ძეხვი ძალიან გემრიელი იყო.

История о декоммунизации колбасы Советская в Харькове: что известно

ნამდვილი ნაყინი და შესქელებული რძე – როდესაც პალმის ზეთი ჯერ არ არსებობდა

ალბათ ყველაზე დიდი ნოსტალგია უგემრიელს საბჭოთა ნაყინს უკავშირდება, რომლის მომზადების დროს მხოლოდ ნატურალურ რძეს იყენებდნენ და ГОСТ 117-41 არასოდეს დარღვეულა. არავითარი პალმის ზეთი ან დანამატები და ეს ყველაფერს ხსნიდა!

5 мощных фактов. Почему советское мороженое было вкуснее? | ЗАТВОРНИК | Яндекс Дзен

შესქელებული რძის მოლურჯო-ცისფერი ქილები სსრკ-ს სიმბოლოდ იქცა, მოხარშული შესქელებული რძე კი ნამდვილი დელიკატესი იყო. დიახ, შესქელებული რძის ყიდვა დღესაც შეგიძლიათ, მაგრამ თუ მის შემადგენლობას ნახავთ, დარწმუნდებით, რომ მცენარეული ცხიმების ნაცვლად, ხშირად პალმის ზეთი გამოიყენება. ამას ემატება ხელოვნური ვანილი, არომატიზატორი და კონსერვანტები. ასეთ შემთხვევაში რომელ ნატურალურ პროდუქტზე და გემოზე საუბარი შეიძლება?

Отзыв о Цельное сгущеное молоко с сахаром Союзконсервмолоко "Советское" | Даже не думала, что в "Светофоре" будет вкусная сгущёнка...

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close