საზოგადოება

კოვიდინფიცირებული გიგი უგულავა აქციაზე მივიდა

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში გიგი უგულავას მიერ 2021 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატუს აზიარებს, სადაც უგულავა COVID-19 ის დადასტურების შესახებ წერს.

ბოჟაძის თქმით, უგულავა საზოგადოებას არ უფრთხილდება.

„ბიუჯეტის კოვიდიანი ქურდი აქციაზე მივიდა, თავისი თავი ხომ მიშაზე ნაკლებად უყვარს და ხალხსაც არ უფრთხილდება“, – წერს facebook -ზე ბოჟაძე.

გიგი უგულავა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე მივიდა და სიტყვითაც გამოვიდა.

“ვუსურვოთ მიშას თავისუფლება, დღეს ის თავისუფალია ჩვენზე მეტად. ოდესღაც მან 18 წლის წინ დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცალეს ხინკლის ჭამა, ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები, იმიტომ, რომ მეტს არაფერს იმსახურებთ” – განაცხადა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე უგულავამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close