მსოფლიო

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ რუსეთის პატრიარქი კირილი კარანტინში გადავიდა

რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ პატრიარქის ერთ-ერთი ეპისკოპოსისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საპატრიარქოში აღნიშნეს, რომ კირილი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11,493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 191 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსის 1,260,112 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 22,056 ადამიანი გარდაიცვალა. 1,002,329-მა პაციენტმა ვირუსის დამარცხება შეძლო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close