საზოგადოება

კოვიდგადატანილმა ადამიანმაც უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი – ხათუნა ზახაშვილი

კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ადამიანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდეს.

„კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი, ვინაიდან არ არის გამორიცხული, ხელმეორედ ინფიცირება მოხდეს და ამ დაავადების კიდევ ერთხელ გადატანა. ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს მსოფლიოში. შესაძლებელია და ყველას გვაქვს შანსი, ცხოვრებაში რამდენჯერმე შევხვდეთ გარკვეულ ცვლილებებაგანცდილ ვირუსს, რაც გამოიწვევს ხელმეორედ დაავადებას“, – განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, დღეს გამოჯანმრთელდა 3 045 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 39.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close