სამართალი

კლინიკის დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

8-3-ის წინააღმდეგ – ვერდიქტი გამოტანილია – თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, ვანო ზანდარაშვილს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.

ეს გადაწყვეტილება სასამართლოს შემაჯამებელი სხდომის შემდეგ,  11-მა მსაჯულმა თითქმის 10 საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. სასჯელის ვადის დადგენაზე სასამართლო უახლოეს საათებში იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 25 დეკემბრის ღამეს, კომენდანტის საათის დროს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ვანო ზანდარაშვილმა, რამდენიმე გასროლით, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი მოკლა.

შელაპარაკება ერთ-ერთ ოჯახში, სუფრასთან დაიწყო, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. იყო ორმხრივი სროლა, რა დროსაც ხელის არეში დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close